ახალი ამბები

შეცვლილი “გალაქსი ნოუთ 7” თვითმფრინავში აალდა

6 ოქტომბერი, 2016 • 2700
შეცვლილი “გალაქსი ნოუთ 7” თვითმფრინავში აალდა

შეცვლილი სამსუნგ გალაქსი ნოუთ 7 , რომელიც კომპანიამ უსაფრთხოდ მიიჩნია, აშშ-ში თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაციის მიზეზი გახდა. მობილური მოწყობილობა გახურდა და სქელი, მომწვანო-მონაცრისფრო კვამლის გამოშვება დაიწყო.  “სამხრეთ-დასავლეთ ავიახაზები”, რომლის თვითმფინავშიც სმარტფონი აალდა, ფაქტს ადასტურებს.

მსგავსი პრობლემები ამ მოწყობილობას სექტემბერშიც ჰქონდა, თუმცამ, “სამსუნგის” თქმით, კომპანიამ ყველა ხარვეზი გამოასწორა.

როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, კვამლი, რომელიც ტელეფონის კორპუსიდან ამოდიოდა, მგზავრმა შენიშნა და ამის შესახებ ეკიპაჟს აცნობა. რის შემდეგაც თვითმფრინავიდან მგზავრებისა და ეკიპაჟის ევაკუაცია მოხდა.

მოწყობილობის მფლობელი The Verge-ს ესაუბრა. მისი თქმით, მობილური ტელეფონი 21 სექტემბერს შეიძინა. მოწყობილობის შეფუთვაზე კი მითითებული იყო, რომ სმარტფონის აღნიშნული მოდელი განახლებულია და კომპანიამ გამოასწორა ის ხარვეხები, რაც ტელეფონის პირვანდელ ვერსიას ჰქონდა.

ტელეფონის მფლობელმა ასევე აღნიშნა, რომ მობილური ჯიბეში  გამორთულ მდგომარეობაში ჰქონდა შენახული, როდესაც მოწყობილობამ გახურება დაიწყო, შემდეგ კი სქელი მომწვანო-მონაცრისფრო კვამლის გამოშვება დაიწყო.

სამსუნგ გალაქსი ნოუთ 7-ის გარშემო სკანდალი მისი გამოსვლიდან რამდენიმე დღეში აგორდა: ტელეფონი რამდენიმე მომხმარებელს აუფეთქდა, რის გამოც კომპანიამ სმარტფონები უკან დაიბრუნა და განახლებული მოდელით ჩაანაცვლა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი