ახალი ამბები

ლარი რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა

6 ოქტომბერი, 2016 • 1260
ლარი რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით 6 ოქტომბერს კვლავ დაეცა. წინა დღით, 5 ოქტომბერს, ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 აშშ დოლარის გაყიდვა 2.3341 ლარად შეგეძლოთ. მართალია, ეროვნული ბანკის პროგნოზით, დოლარის კურსი  გუშინდელთან შედარებით დღეს არ უნდა შეცვლილიყო, თუმცა ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეიცვალა: სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვის ფასი 2.38 ლარია, ხოლო კომერციულ ბანკებში – 2.40 ლარი.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ბანკის ოფიციალურ მონაცემებით – 1 ევროს ყიდვა გუშინ 2.6063 ლარად შეგეძლოთ, დღეს – 2.62 ლარად. სავალუტო ჯიხურებში კი 1 ევროს ყიდვის ფასი 2.65 ლარამდე აღწევს, გაყიდვისა – 2.67 ლარამდე.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი აშშ დოლარის რეზერვი გაყიდა, თუმცა ლარი კვლავაც გაუფასურდა. გუშინ, 5 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 33 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი