ახალი ამბები

სასამართლომ საარჩევნო კვლევის დარღვევით გამოქვეყნების გამო 4 ტელეკომპანია დააჯარიმა

5 ოქტომბერი, 2016 • 1319
სასამართლომ საარჩევნო კვლევის დარღვევით გამოქვეყნების გამო 4 ტელეკომპანია დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო სასამართლომ 5 ტელეკომპანიის საქმე განიხილა და ხუთივეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა:

კერძოდ, სასამართლომ “რუსთავი 2”, “ტაბულა”, “არგო” და “თრიალეთი” 1500-1500 ლარით დააჯარიმა, ხოლო “რიონს” წერილობით გაფრთხილება მისცა

GNCC-ის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო 11 ტელეკომპანიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაუგზავნეს.

საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით „GFK“-ს (23.08.2016) და ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „GMP“-ის (03.09.2016) მიერ ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებაზე.

ეს ტელეკომპანიებია:

  1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2“;
  2. ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“  –  ბრენდული სახლეწოდება „ტაბულა“;
  3. შპს „ტელეიმედი“;
  4. შპს „სტარვიზია“;
  5. შპს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“;
  6. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“;
  7. შპს „ტელე-რადიო კორპორაცია ინფორმკავშირი- ტელევიზია არგო“;
  8. შპს „ტელე-რადიო კომპანიას რიონი“ ;
  9. შპს „დამოუკიდებელ ტელე-რადიო კომპანიას ოდიში“
  10. შპს „სტუდია მაესტრო“
  11. შპს „პირველი სტერეო“.

ხუთი ტელეკომპანიის მიმართ წარდგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შესაბამისმა საქალაქო სასამართლოებმა განიხილეს და შედეგად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2“-ს, ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ -ბრენდული სახლეწოდება „ტაბულას“, შპს „ტელე-რადიო კორპორაცია ინფორმკავშირი- ტელევიზია არგოს“, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“  – 1500-1500 ლარის ოდენობით ჯარიმები დააკისრეს, ხოლო შპს „ტელე-რადიო კომპანიას რიონს“ წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

დანარჩენი ექვსი ტელეკომპანიის საკითხის განხილვა შესაბამის საქალაქო სასამართლოებში უახლოეს დღეებში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი