ახალი ამბები

ვარდების რევოლუციის მოედანზე ენმ-ის წინასაარჩევნო შემაჯამებელი აქცია მიმდინარეობს

5 ოქტომბერი, 2016 • 2079
ვარდების რევოლუციის მოედანზე ენმ-ის წინასაარჩევნო შემაჯამებელი აქცია მიმდინარეობს

ვარდების რევოლუციის მოედანზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შემაჯამებელი აქცია მიმდინარეობს.

აქცია დაანონსებულზე ერთი საათის დაგვიანებით, 17:00 საათზე დაიწყო. ის გახსნა რეპერ ლექსსენის ახალმა სიმღერამ, რომელიც შეეხება არჩევნებს და საარჩევნოდ მოქალაქეობრივი ვალის მოხდის აუცილებლობას.

სიმღერის პრემიერის შემდეგ სცენაზე მიკროფონი გადაიბარა ენმ-ს ლიდერმა, სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციაში მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ თბილისის, არამედ რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა, რომლებიც მხარს უჭერენ ყოფილ სახელისუფლებო გუნდს.

ენმ-ს აქცია ვარდების რევოლუციის მოედანზე, 5.10.2016. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი