ახალი ამბები | ,

თბილისში მეტრო 15 წუთით არ მუშაობდა

5 ოქტომბერი, 2016 | | 2091
თბილისში მეტრო 15 წუთით არ მუშაობდა

თბილისის ტრანსპორტი კომპანიის ცნობით, თბილისში, მეტროსადგურ “რუსთაველსა” და “თავისუფლების მოედანს შორის  მონაკვეთზე გაჩენილი ტექნიკური პრობლემის გამო მეტროში მოძრაობა 5 ოქტომბერს დაახლოებით 15 წუთით გაჩერდა.  კომპანიაში აცხადებენ, მეტროში მოძრაობა 15:15 წუთზე შეფერხდა და მუშაობა 15:29 წუთზე განახლდა.

“დაზიანდა მეტროს მოძრავი შემადგენლობა და მოძრაობა შეფერხდა 15 წუთით. ამ დროისათვის არანაირი პრობლემა არ ფიქსირდება,” – განუცხადეს “ნეტგაზეთს” ტრანსპორტის კომპანიაში.

ტრანსპორტის კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისათვის თბილისის მეტროპოლიტენი შეფერხების გარეშე აგრძელებს მუშაობას.

5 ოქტომბერს, თბილისში, ვარდების მოედანზე, შეკრებილ მხარდამჭერებს პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ მიმართა და განაცხადა, რომ პარტია დაგეგმილ აქციას დროულად ვერ იწყებდა. მიზეზად კი ქალაქში შექმნილი სატრანპორტო საცობები დაასახელა და აღნიშნა, რომ მთავრობამ იზრუნა, მეტრო გაჩერებულიყო და პარტიის მხარდამჭერები აქციაზე დროზე ვერ შეკრებილიყვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი