საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს ტერაქტი უწოდა. პრეზიდენტის განცხადებით, საქმე გვაქვს კრიმინალების ბრძოლასთან საზოგადოების წინააღმდეგ:
“მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ადამიანები, ვინც დაზარალდნენ, დროზე გამოჯანრთელდებიან და ასეთი ტერაქტის შედეგად არ გვეყოლება მსხვერპლი ქალაქის ცენტრში.
მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის კრიმინალის ბრძოლა საზოგადოების წინააღმდეგ, კრიმინალის ბრძოლა – პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ეს არის კრიმინალის შეტევა ნორმალურ პოლიტიკურ დემოკრატიულ პროცესზე. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ძალებში თავმოყრილნი არიან გარკვეული თავქარიანი ელემენტები. მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ კრიმინალური ელემეტნები, რომლებიც, სამწუხაროდ, პოლიტიკურ პროცესს ხედავენ, როგორც ფიზიკურ ანგარიშსწორებას ერთმანეთთან”, – განაცხადა მარგველაშვილმა და იმ პოლიტიკურ ძალებს მიმართა, რომელშიც, მისი თქმით, ასეთი ელემენტები არიან თავმოყრილნი:
“იცოდეთ, რომ ეს ადამიანები საშიშნი არიან არა მხოლოდ დემოკრატიისთვის, არა მხოლოდ ნორმლაური საზოგადობეირვი განვითარებისთვის, არამედ პირადად თქვენთვისაც”.
პრეზიდენტმა სამართალდამცველებსაც მიმართა:
“ამ ადმაიანებთან ბრძოლა, მათი აღმოჩენა, ლოკალიზება ნეიტრალიზება არის არა მარტო თქვენი მოვალეობა, არამედ საზოგადოების მომავალში მშვიდობიანი თანაარსებობის და განვითარების წინაპირობა. თქვენ ბოლომდე უნდა იყოთ დაცლილი ყველა პოლიტიკური კონტექსტისაგან. თუ თქვენ რიამე ტიპის სირთულე გაქვთ, იცოდეთ, რომ ვდგავარ თქვენს გვერდით და მხარს დაგიჭერთ ბოლომდე იმ საქმეში, რასაც ჰქვია კრიმინალების დევნა”, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა: “გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, რომ ეს არჩვენები ამოაგდონ ნორმალური პოლიტიკური პროცესისგან”.