ახალი ამბები

ანონსი – 5 ოქტომბერი

4 ოქტომბერი, 2016 • 1140
ანონსი – 5 ოქტომბერი

11:00 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატიალექსანდრე ელისაშვილი და საკრებულოს ფრაქციის „რესპუბლიკელები“ წევრი  დავით ზურაბიშვილიბრიფინგს გამართავენ. თემა: თბილისში იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის შესაძლო გაშენება. მის : თავისუფლების N2


11:00 – ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საერთაშორისო მედია-ცენტრი – არჩევნები 2016 გაიხსნება. მედია-ცენტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე გახსნის.  თავისუფლების მოედანი – შ.დადიანის ქ. 2/1.


11:00 – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფისში (აღმაშენებლის გამზირი 61) წარმოგიდგენთ მერვე მოწვევის პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის შეფასებას.


11:00 –   სასტუმრო „ტიფლის პალასში” ყოველთვიური საქმიანი ჟურნალი Business Time Georgia წამყვან პოლიტიკურ პარტიებთან, ეკონომიკური სფეროს სხვადასხვაბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრას მართავს.


11:30 – “პირველის პრესკლუბში” “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომრე, ნიკოლოზ მჟავნაძე და ექსპერტი კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში, შოთა აფხაიძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: 2005-20013 წლებში კანონით დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით ათასობით უცხოელისთვის მოქალაქეობის მინიჭება.


12:00 – “პირველის პრესკლუბში” საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნოდ არსებული მდგომარეობა, მომხდარი ინციდენტები. ასევე, ბოლო პერიოდში გავრცელებული აუდიო ჩანაწერები.


12:00 –  „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პარტია“თამაზ მეჭიაური-ერთიანი  საქართველოსთვის“-პარტიის წევრი ლაშა გოლობიანი გააკეთებს საგანგებო განცხადებას.

12:00 –  საზოგადოებრივ პრესცენტრში, “მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივანი პატა ჯიბლაძე წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.  მის: კოსტავას 68

12:00 – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში  “მემარცხენე ალიანსი“  “მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივნის, პაატაჯიბლაძის ბრიფინგი.

12:30 – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში, “ქალთა პარტია სამართლიანობისა და თანასწორობისათვის”  თავმჯდომარე ხათუნა მაჭავარიანის ბრიფინგი.


13:00 – “მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანია ბრიფინგს გამართავს.
თემა: როგორ გაყიდა 2012 წელს შალვა ნათელაშვილმა “ლეიბორისტული პარტია”

13.00 – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში ირაკლი პეტრიაშვილის, თბილისის ვაზის უბნის და მე-8 ლეგიონის საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის ბრიფინგი.

13:30 – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში მაგული ლიპარტელიანს, პარტია „ეროვნული ფორუმი“-ის მაჟორიტარი კანდიდატი საბურთალოს #6 ოლქში, ბრიფინგი.14.00 – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში  მოქალაქეთა  პოლიტიკური  გაერთიანებია  “საქართველოს”  მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის  ომარ (ქრისტეფორე) წამალაიძის ბრიფინგი.

14:00 – სასტუმრო ამბასადორში გაიმართება მრგვალი მაგიდა დევნილთა პრობლემების შესახებ. შეხვედრის ძირითადი პანელი დაეთმობა სათემო ლიდერებისა და პოლიტიკური სუბიექტების შეხვედრას იმ თემებზე, თუ რამდენადაა გათვალისწინებული დევნილთა საკითხები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამაში.

14:00 – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ. „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისი.


16:00 – ქალაქ დუშეთში გაიმართება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი კანდიდატის, ზაქარია ქუცნაშვილის, წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება.

17:00 – სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი 5 ოქტომბერს, 17:00 საათზე სასტუმრო ,,რადისონში“ ატარებს შშმ (ყრუ) პირებისთვის მეხუთე საინფორმაციო შეხვედრას ჟესტურ ენაზე, სადაც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიები მიიღებენ მონაწილეობას და საკუთარ პროგრამებს გააცნობენ ყრუ პირებს.

19:00  – საერთაშორისო ფესტივალის გახსნა (14th International MitOst Festival Tbilisi). მისამართი: ფაბრიკა, ე.ნინოშვილის ქუჩა 8, თბილისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი