ახალი ამბები

პარტიების პლაკატებზე სტიკერების გადაკვრის გამო ცესკოს უჩივიან

4 ოქტომბერი, 2016 •
პარტიების პლაკატებზე სტიკერების გადაკვრის გამო ცესკოს უჩივიან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თელავში მათი კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის სააგიტაციო პლაკატზე ცესკოს საინფორმაციო სტიკერის გადაკვრის გამო უჩივის. განცხადება ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში დღეს შევიდა და ჯერჯერობით განხილვის პროცესშია.

“ვინაიდან აღნიშნული საინფორმაციო სტიკერი განთავსდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ, მიგვაჩნია, რომ უხეშად დაირღვა როგორც საქართველოს კანონმდებლობა, აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრთა ეთიკის კოდექსი,” – ნათქვამია ენმ–ის საჩვარში, რომელიც თელავის N17 საარჩევნო კომისისი თავმჯდომარის, გიორგი კალმახელიძის სახელზეა დაწერილი.

ნაციონალური მოძრაობა სთხოვს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომ განიხილონ აღნიშნული საჩვარი და მიიღონ შესაბამისი ზომები მითითებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ, რომლებმაც ცესკოს სტიკერი მათი კანდიდატის სააგიტაციო პლაკატს გადააკრეს.

მსგავსი ფაქტები ნეტგაზეთმა დღეს თბილისში, დიდუბის რაიონის რამდენიმე ქუჩაზე, დააფიქსირა:

ზურაბ აბაშიძე, თავისუფალი დემოკრატები. კარგარეთელის ქუჩა. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ზურაბ აბაშიძე, თავისუფალი დემოკრატები. კარგარეთელის ქუჩა. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

შოთა იამანიძე, ეროვნული ფორუმი. კარგარეთელის ქუჩა. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

შოთა იამანიძე, ეროვნული ფორუმი. კარგარეთელის ქუჩა. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გია ვოლსკი, ქართული ოცნება. კარგარეთელის ქუჩა. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გია ვოლსკი, ქართული ოცნება. კარგარეთელის ქუჩა. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

შოთა იამანიძე, ეროვნული ფორუმი. ტოვსტონოგოვის ქუჩა. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

შოთა იამანიძე, ეროვნული ფორუმი. ტოვსტონოგოვის ქუჩა. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ტროტუარზე გაკრული ცესკოს საინფორმაციო პლაკატი. პასტერის ქუჩა. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ტროტუარზე გაკრული ცესკოს საინფორმაციო პლაკატი. პასტერის ქუჩა. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი