ახალი ამბები

თბილისში “სადგურის მოედანი” მტვრითა და ხმაურით ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილია

4 ოქტომბერი, 2016 • 3201
თბილისში “სადგურის მოედანი” მტვრითა და ხმაურით ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილია

გარემოს ეროვნული სააგანტოს გარემოს დაბინძურების ექსპრეს-ლაბორატორიის კვლევის შედეგების თანახმად, თბილისში, მეტროსადგურ “სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორია ხმაურითა და მტვრით ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილია.

სააგენტომ  შედეგები 2 და 3 ოქტომბერს გამოაქვეყნა. კვლევა 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, ასევე 3 ოქტომბერს, ჩატარდა და თბილისში, თბილისის შემოგარენსა და რუსთავში 22 სხვადასხვა ლოკაციას მოიცავს.

ყველაზე მეტად ხმაური დასაშვებ ნორმას მეტროსადგურ “სამას არაგველთან” აღემატება.

ასევე, დასაშვებ დონეს აღემატება ხმაური ქალაქ რუსთავის მერიასთან, მეტროსადგურებთან: “მარჯანიშვილთან”, “ახმეტელთან”, “სარაჯიშვილან”, “სადგურის მოედანთან”, ასევე, აბანოთუბნის ტერიტორაზე.

რაც შეეხება მტვერს, კოცენტრაცია დასაშვებ ნორმას მეტროსადგურ “სადგურის მოედანთან” აღემატება. ასევე, თითქმის დასაშვებ ნორმას უტოლდება მტვერის რაოდენობა აღმაშენებლის გამზირის 60 ნომერში, ასევე, ქალაქ რუსთავში სასტუმრო “რუსთავთან”.

აზოტის დიოქსიდი დასაშვებ ნორმას აღემატება თბილისში, მეტროსადგურ “სადგურის მოედანთან” და ქალაქ რუსთავის მერიასთან, ორთაჭალის ავტოსადგურთან და შინდისში.

ნახშირბადის ოქსიდი და ელექტრომაგინტური გამოსხივება დასაშვებ დონეს გამოკვლეულ ლოკაციებზე არ აღემატება.

11

გარემოს დაბინძურების ექსპრეს-ლაბორატორიის კვლევის შედეგები

გარემოს დაბინძურების ექსპრეს-ლაბორატორიის კვლევის შედეგები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი