ახალი ამბები

ანონსი – 4 ოქტომბერი

3 ოქტომბერი, 2016 •
ანონსი – 4 ოქტომბერი

10:30 სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიას” დიდ დარბაზში, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი პირები საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პრეზენტაციას გამართავენ. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

მისამართი: ქ. თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი N1

11:00 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში პეტრე ცისკარიშვილის პრეკოსნფერენცია გაიმართება

11:00 საინფორმაციო სააგენტო “Prime Time”-ის პრეს-კლუბში ადვოკატები ინგა არახამია და ნინო ბოლქვაძე გამართავენ პრეს-კონფერენციას მარინე გოზალეიშვილის საქმესთან დაკავშირებით.

11:00 სასტუმროში ტერასა  pmcg გამართავს კვლევის შედეგების პრეზენტაციასა და საჯარო განხილვას, თემაზე – „ირანიდან ენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსა და ევროპაში”.

11:00 (ძმები ზუბალაშვილების 36), ზაზა ხატიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს და ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსის ავთანდილ გალდავასგან დაზარალებულ ადვოკატს წარმოადგენს.

11:00 “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფისში (აღმაშენებლის გამზირი 61) გაიმართება პრეზენტაცია “კორუფცია და ანტიკორუფციული პოლიტიკა საქართველოში: 2012-2016 წლები”

11:00 “პირველის პრესკლუბში” პაატა ბურჭულაძის პარტიის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, პარტიისა და ფონდის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგს გამართავს. თემა: პაატა ბურჭულაძემ, მხოლოდ აპრილის თვეში, ხელფასის სახით, 187 000 ლარი აიღო. მისამართი: წერეთლის ქ #116, ბიზნესცენტრი დიდუბე პლაზა, მე-2 სართული. 

12:00 “მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: აკაკი ჩხაიძის მიერ მოპარული მილიონებით დაფინანსებული შალვა ნათელაშვილი.
მისამართი: ი. ხვიჩიას 17
14:00 შინაგან საქმეთა სამინისტროში (გულუას ქ.N10) ერთობლივი ოპერაციების ცენტრი იხსნება. გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი, მთავრობის წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
14:00 განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, „განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016“ გაიმართება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე გახსნიან.მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი #1 (სასტუმრო “რედისონი”)
15:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძესოფელ ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმს ეწვევა.

17:00 მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე (ყოფილი „ლოკომოტივის“ სტადიონი) ვეტერან მორაგბეთა მატჩი გაიმართება, რომელიც 2002 წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვების თარიღს ეძვნება.  მატჩში მონაწილეობას სხვა ვეტერან მორაგბეებთან ერთად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც მიიღებს.

18:30 მწერალთა სახლში (ივ. მაჩაბლის №13) გაიმართება წიგნის „ქართველები – ყველაფერი ქართველთა კულტურისა და ეთნოსის შესახებ“ პრეზენტაცია.

19:00 იუსტიციის სახლის რიგით მეცხრამეტე ფილიალს ონში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის.

19:00 მიხეილ გიორგაძე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, თეატრის 48-ე სეზონის გახსნასა და ჯუზეპე ვერდის ოპერის „ტრავიატა“ პრემიერას დაესწრება.

19:00 მოზარდ მაყურებელთა თეატრი ახალ, 90-ე საიუბილეო სეზონს პრემიერით ხსნის, სადაც  წარმოდგენილი იქნება შექსპირის კომედია  ” აურზაური არაფრის გამო” , რომელიც წარმოდგენილია თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი