Circus TV – სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” ამ სახელით მორიგი გასართობი გვერდი გამოჩნდა, რომელიც ჯერჯერობით პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო რეკლამებს აშარჟებს და მათ სატირულ ვარიანტს სთავაზობს მომხმარებელს.
როგორც გვერდის შემოქმედებიდი ჯგუფის წევრები ამბობენ, მათი გუნდი სულ 3–4 ენთუზიასტი მეგობრისგან შედგება, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეკლამების გაშარჟებით არავის ინტერესებს ემსახურებიან:
რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად ვაკეთბთ ამ ყველაფერს. დაკვეთით მსგავსი ვიდეორგოლები უფრო მაღალი ხარისხის კეთდება. ჩვენ ნაწილობრივ ვერთობით და ამავდროულად სათქმელსაც ვამბობთ. ჯერ–ჯერობით მხოლოდ გვერდის პოპულარობაა მიზნად; მარკეტინგული გათვლაა საიმისოდ, რომ მომხმარებლის ყურადღება მივიქციოთ.
მათი თქმით, შემოქმედებითი ჯგუფის წევრები საერთოდ არ არიან მსახიობები, ხოლო სხვადასხვა პოლიტიკური ვიდეორგოლებისთვის გასაშარჟებელი სცენარი მათი “ბრეინსტორმინგის” შედეგად იბადება. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ მთელი რესურსი, ტექნიკაცა და მონტაჟიც ასევე თავად ეკუთვნით.
რესპუბლიკური პარტია
ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა
დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი
ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოცნება