ახალი ამბები

ირაკლი ოქრუაშვილს ესროლეს

2 ოქტომბერი, 2016 • 1487
ირაკლი ოქრუაშვილს ესროლეს

გორის მაჟორიტარობის კანდიდატს, ირაკლი ოქრუაშვილის გორში თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ორი ადამიანი არის დაჭრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).

ნეტგაზეთს შსს-ში ასევე განუცხადეს, რომ ბრალდებული უკვე იდენტიფიცირებულია.

„შეხვედრა გვქონდა მოსახლეობასთან, მოვიდა ვიღაც 2 ტიპი,  უზრდელურად, რა უნდოდათ ვერ გავიგეთ.  ჩვენ ძალიან თავაზიანად. შემდეგ მოხდა მოსახლეობასთან შელაპარაკება, შემდეგ ამოიღო იარაღი და ისროლა ჩვენი მიმართულებით, ისროლა ირაკლის მიმართულებით და დაგვეჭრა 2 კაცი. საავადმყოფოში გადავიყვანეთ და სტაბილურია მაგათი მდგომარეობა, ექიმები ასე ამბობენ,“- აცხადებს რუსთავი 2-თან ოქრუაშვილის შტაბის წარმომადგენელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი