გუშინ, 1 ოქტომბერს ზუგდიდიში ნაცემი ახალგაზრდების ჯამრთელობის მდგომარეიბას სტაბილურია – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიან განაცხადა.
კვარაცხელიამ დაშავებულები 1 ოქტომბერს, გვიან ღამით ზუგდიდის რესპუბკილურ საავადმყოფოში მოინახულა.
ამავე საავადმყოფოს ექიმის, ნინო მგალობლიშვილის ინფორმაციით, სამი პაციენტიდან ორს თავის ტვინის შერყევა აქვს, მკურნალობის გაგრძელებისათვის სტაციონარში არიან მოთავსებული. მესამე კი საავადმყოფოან გაწერეს, ვინაიდან ზედაპირული ტრავმა ჰქონდა,
“ორივეს აქვს ტვინის შერყევა, გოგონას აქვს ყელის არეში მიყენებული მსუბუქი დაზიანება, მათი მდგომარეობა ახლა არის სტაბილური, თუმცა ტვინის შერყევის დიაგნოზი არის აბსოლუტურად სწორი და დასმულია ეს დიაგნოზი. ისინი გადიან უკვე მკურნალობის კურსს, გაუკთდათ კომპიუტერული ტომოგრაფია, გაკეთდა რენტგენით გამოკვლევა და იმედია, რომ სხვა გართულებები არ მოჰყვება მათ ამჟამინდელ მდგომარეობას,”- განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.
გუშინ, 1 ოქტომბერს,ზუგდიდის სოფელ დიდინეძში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სცემეს. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მათ “ნაციონალური მოძრაობის” ნასვამმა აქტივისტებმა მიაყენეს, რომლებიც ახალგაზრდა აქტივისტების პროვოცირებას ცდილობდნენ.
“ნაციონალურ მოძრაობაში” კი განაცხადეს, რომ დიდინეძში პარტიის შტაბის უფროსი პაპუნა კუკავა ოჯახთან ერთად გადაადგილდებოდა მანქანით, რა დროსაც “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთს ოცამდე წევრმა გადაკეტა გზა და ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას:
“პაპუნა კუკავამ სთხოვა მათ, რომ გზა გაეთავისუფლებინათ და გადაადგილების საშუალება მიეცათ. სწორედ ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპრიება. ამ ახალგაზრდებმა მას უთხრეს, ვინ ხართ, რატომ უდნა გაგატაროთ და ა.შ. დაპირისპირების ხმაზე გამოვიდნენ პაპუნა კუკავას მეზობლები. შელაპარაკებას მოჰყვა ის, რომ კუკავას მანქანა დაზიანდა და თვითონ შტაბის უფროსი, რამდენიმე პირთან ერთად, გადაყვანილია ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში,” – განუცხადეს “ნეტგაზეთს” ენმ–ში.