გთავაზობთ 2 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:
07:55 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რომის პაპის დამშვიდობების ცერემონია გაიმართება, ხოლო 08:10 საათზე ფრანცისკე პირველი ბაქოში გაემგზავრება.
12:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი რუსთავში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად 2 სტადიონის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად 21-ე მ/რ-ში, მშენებარე ფეხბურთის აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურ კაფსულას ჩაუშვებს.
12:00 საათიდან 17:00 საათამდე თბილისში, რიყის პარკში გაიმართება ქართული ღვინის კვირეულის დახურვა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც სტენდებზე წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას. გაუიმართება ქართული ღვინის ორდენების გადაცემის საზეიმო ცერემინია. ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ქართული ღვინო, ყველი და ხილი დააგემოვნოს. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ფოლკლორული ანსამბლები.
14:00 საათზე, სპორტულ კომპლექს „მართვეში“ ჩემპიონატი ჩატარდება კატარეში. შეჯიბრი ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და საქართველოს კარატეს ეროვნული ასოციაციის ინიციატივით ტარდება. შეჯიბრში მონაწილეობას 500 მდე სპორტსმენი მიიღებს. მისამართი: თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. #134.
16:00 საათზე, სასტუმროში “რუმსი” გაიმართება ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის დაჯილდოება. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრება.
17:00 საათზე, ხულოს ცენტრში საქართველოს პარლამენტის თამჯდომარე და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, დავით უსუფაშვილი ადგილობრივ ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს შეხვდება. დავით უსუფაშვილი მოსახლეობას აჭარის მაჟორიტარ კანდიდატებს წარუდგენს და პარტიის პროგრამას, ხედვებსა და პრიორიტეტებს გააცნობს.
18:00 საათზე, იმერეთის ქალაქ ხონის მუსიკალურ სკოლაში გაიმართება ქართული დოკუმენტური ფილმის “თავგანწირვის ტაძარი” პრემიერა. თემა: “წმინდა ოჯახი”.
19:00 საათზე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის.