ახალი ამბები

შსს ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატის ოფისზე შესაძლო თავდასხმას იძიებს

1 ოქტომბერი, 2016 • 1347
შსს ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატის ოფისზე შესაძლო თავდასხმას იძიებს

შსს-ს ინფორმაციით, ქუთაისში პარტია “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” N49 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზვიად ბაღდავაძის ოფისში უცნობი პირები შეიჭრნენ. შსს-ს განცხადებით, უწყებას მომხდარზე დღეს ოფისიდან აცნობეს. საქმეზე გამოძიება 2 მუხლით ქურდობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზებზე, სსკ-ის 177-ე და 183-ე მუხლებით მიმდინარეობს.

როგორც ზვიად ბაღდავაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში აცხადებს, ოფისიდან მხოლოდ სამუშაო სიებია წაღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი