ახალი ამბები

ანონსი: 1 ოქტომბერი

30 სექტემბერი, 2016 • 1359
ანონსი: 1 ოქტომბერი

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 8 დღე რჩება. ნეტგაზეთი გთავაზობთ 1 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

11:00 – გაიმართება სამუშაო შეხვედრა  რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებსა (მილკო, ნიკორა, სოფლის ნობათი, ქობულეთური, ნატურალ, ჩიზიკო და ა.შ) და სამეცნიერო სექტორს შორის პროექტის, „ინოვაცია ბიზნესში“ ფარგლებში. ღონისძიება გაგრძელდება 16:00 საათამდე


11:00 – ოფიციალურად გაიხსნება ბათუმის საქალაქო  სასამართლოს განახლებული შენობა.


12:00 – ოფიციალურად გაიხსნება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განახლებული შენობა.


12:00 – ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას ჩაატარებს. აცრის ჩასატარებლად მსურველებს შეუძლიათ მოიყვანონ როგორც საკუთარი ძაღლი და კატა, ასევე, მიკედლებული ცხოველები. გაიმართება გასართობი ღონისძიებები ბავშვებისათვის (ფოტოკონკურსი – გადაიღე ფოტო ოთხფეხა მეგობართან ერთად, ხატვის კონკურსი და ა.შ).


12:00 – თელავში ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულა ჩაიდება. კაფსულას ახალი სასახლის ტერიტორიაზე სპორტისა და ახაგაზრობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი კახეთის მხარეში ირაკლი ქადაგიშვილი და ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე ერთად მოათავსებენ.


19:00 – მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი – “ნინო და მისი მეგობრები”. კონცერტი ტარდება პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხადის წმინდა გიორგის ტაძრის რესტავრაციისთვის. დასწრება თავისუფალია.


1 ოქტომბერს გაიხსნება სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი – „ექსპერიმენტორიუმი“. მუზეუმის გახსნაზე სტუმრები, 80-მდე ინტერაქტიული ექსპონატის დათვალიერების გარდა, თხევადი აზოტის ულამაზეს შოუზე დასწრებას და გიროსკოპით ფრენას შეძლებენ. მუზეუმი დამთვალიერებლებს ყოველ დღე, დილის 10 სთ-დან საღამოს 8 სთ-მდე მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი