ახალი ამბები

გახსენი ანაბარი თიბისი ბანკში და მოიგე $10 000!

11 ივნისი, 2012 • 1651
გახსენი ანაბარი თიბისი ბანკში და მოიგე $10 000!

 

თიბისი ბანკმა ანაბრების ახალი კამპანია დაიწყო! ამ კამპანიის ფარგლებში ყველა მეანაბრე, ვინც 1 მაისიდან გახსნა, ან 30 ივნისის ჩათვლით გახსნის ვადიან ანაბარს თიბისი ბანკში, ჩართვება სახალისო თამაშში და მიიღებს შანსს, მოიგოს $10 000, ამასთან,  +1% სარგებელი ანაბარზე.


თამაში სამეტაპიანია. იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრე უშეცდომოდ გადალახავს თამაშის სამივე ეტაპს, მიიღებს $10 000 მოგების შანსს და +1% სარგებელს, ხოლო ერთი შეცდომის შემთხვევაში– 0.5% სარგებელს.


იმისათვის, რომ მეანაბრე თამაშში ჩაერთოს, მან უნდა გახსნას მინიმუმ 500 ლარის, დოლარის, ევროს ან ფუნტის ოდენობის ანაბარი თიბისი ბანკში.  


თამაში ტრადიციულად მიმდინარეობს ვებ-გვერდზე www.tbcdeposits.ge. მეანაბრეს ანაბრის გახსნისთანავე გადაეცემა უნიკალური კოდი, რომლითაც ის შევა ვებ-გვერდზე და ითამაშებს.  


თამაშის ისტორია საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება. თავგადასავალში შემოდიან ახალი პერსონაჟები, რომელთა ვინაობის შესახებ საზოგადოება სულ მალე შეიტყობს. 


 

თამაში გაიმართება 30 ივნისს, 21:00 საათიდან 00:00 საათამდე. მეანაბრეები, რომლებიც თამაშის სამივე ეტაპს უშეცდომოდ გადალახავენ, მოხვდებიან ლოტოტრონში, რომელიც გამოავლენს ერთ გამარჯვებულს და მას თიბისი ბანკისგან საჩუქრად $10 000 დოლარი გადაცემა. გათამაშება შედგება ივლისში, მეანაბრეთათვის გამართულ სპეციალურ წვეულებაზე.  


მასალების გადაბეჭდვის წესი