საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 30 სექტემბერს, გამოაცხადა გადაწყვეტილება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საკონსტიტუციო სარჩელებზე. სასამართლომ სარჩელები დააკმაყოფილა. საქმეს პირველი კოლეგია განიხილავდა კონსტანტინე ვარძელაშვილის, მაია კოპალეიშვილის, ქეთევან ერემაძისა და მერაბ ტურავას შემადგენლობით.
კერძოდ, ეს არის N675 და N681 სარჩელები, სადაც მოსარჩელეები: „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „ტელეკომპანია საქართველო“; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის (დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები) პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, 269-ე მუხლის (გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის განხილვა) მე-2 ნაწილის წინადადება, 271-ე მუხლი (გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა), 198-ე მუხლის (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძებები) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადება).
ტელეკომპანია რუსთავი 2-მა დაუყოვნებლივი აღსრულებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამრთლომ ქიბარ ხალვაშის სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღა რუსთავი 2-ის ქონება და მოგვიანებით, ქიბარ ხალვაშის მიაკუთვნა რუსთავი 2-ის ქონება და ტელეკომპანიაში დროებითი მმართველები დანიშნა. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მუხლების მოქმედება შეაჩერა.
რუსთავი 2-ის საქმე ამჟამად უზენაეს სასამართლოში განიხილება.
ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო დავა 2015 წლის 4 აგვისტოს დაიწყო. საქალაქო სასამართლომ 2015 წლის მარტში ტელეკომპანიის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 2016 წლის 10 ივნისს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში 2016 წლის 9 სექტემბერს მიიღო და არსებითად განიხილავს.