ახალი ამბებისაზოგადოება

რომის პაპს აეროპორტში გიორგი მარგველაშვილი და ილია მეორე დახვდებიან

30 სექტემბერი, 2016 • 2020
რომის პაპს აეროპორტში გიორგი მარგველაშვილი და ილია მეორე დახვდებიან

დღეს, 30 სექტემბერს საქართველოს რომის პაპი ეწვევა. მართლმადიდებელ მორწმუნეთა ნაწილი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

რომის პაპი ფრანცისკე თბილისის აეროპორტში 15:00 საათზე ჩამოფრინდება, სადაც საქართველოს პრეზიდენტი, პირველი ლედი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე დახვდებიან.

რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდება. პაპი ფრანცისკე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.

აეროპორტისკენ მომავალ გზაზე აპირებს აქციის გამართვას მორწმუნეების ნაწილი. როგორც ისინი აცხადებენ, აქცია 14 საათზე დაიწყება.

მათი თქმით, ეს ვიზიტი იქნება სამოციქულო ხასიათის, რაც ადასტურებს მათ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ პაპი საქადაგებლად და საქართველოში კათოლიკე ეკლესიის გასაძლიერებლად ჩამოდის.

პაპის ვიზიტის  21 სექტემბერს უკვე გააპროტესტეს თბილისში, ვატიკანის საელჩოს წინ. “ლოცვითი დგომის აქციის” მონაწილეები ასევე ეწინააღმდეგებიან  რომის პაპისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესისის პატრიარქ ილია მეორის დაგეგმილ შეხვედრას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკვე გაემიჯნა მორწმუნეთა ჯგუფს. საპატრიარქოს 28 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რომის პაპი საქართველოში პრეზიდენტ მარგველაშვილისა და საპატრიარქოს მოწვევით ჩამოდის, ხოლო სტუმრობა ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას.

დღეს რომის პაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება, რომლის შემდეგაც რელიგიური პირები სპეციალურ სიტყვას წარმოთქვამენ.

ვიზიტის მეორე დღეს, 1 ოქტომბერს, 10 საათზე, რომის პაპი მ. მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვას აღავლენს. ქადაგებაზე დასწრება მოსაწვევის მქონე ყველა მსურველს შეეძლება. მოსაწვევების მიღება პაპის წირვაზე დასასწრებად კათოლიკურ ეკლესიაშია შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში რომის პაპი ფრანცისკე მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარსაც მოინახულებს, 2 ოქტომბერს კი ბაქოში გაემგზავრება.

რომის პაპი ფრანცისკე აღავლენს წირვას, ვატიკანი,, 27 სექტემბერი2016. EPA/OSSERVATORE ROMANO / HANDOUT EPA/OSSERVATORE ROMANO / HANDOUT HANDOUT EDITORIAL USE ONLY/NO SALES

რომის პაპი ფრანცისკე აღავლენს წირვას, ვატიკანი,, 27 სექტემბერი2016. EPA/OSSERVATORE ROMANO / HANDOUT EPA/OSSERVATORE ROMANO / HANDOUT HANDOUT EDITORIAL USE ONLY/NO SALES

მასალების გადაბეჭდვის წესი