ახალი ამბები

ანონსი – 30 სექტემბერი

29 სექტემბერი, 2016 • 1405
ანონსი – 30 სექტემბერი
11:00 სასტუმრო რადისონის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართება. საკონტაქტო პირი : ნინი მთვარაძე 598 14 11 51
11:30 “პირველის პრესკლუბში” “ნინო ბუჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის” მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგლა ბარამიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს, მათ შორის ისაუბრებს ჩანაწერებზე და მოლოდინებზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 “პირველის პრესკლუბში” “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ გვალია არჩევნებიდან კანდიდატურას მოხსნის და საგანგებო ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრებთან ერთად ეთიკის კოდექსს მოაწერს ხელს. აღნიშნულ დოკუმენტს ხელს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც მოაწერენ. ქვეყნის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში ეთიკის კოდექსს ხელი ერთდროულად მოეწერება. მისამართი: ცენტრალური საარჩევნო კომისია, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი.
12:00 თელავში (ერეკლეს მოედანი), სოფლის მეურნეობის მინიტრი ლევან დავითაშვილი  ღვინის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღვინის ფესტივალს „თელავინო 2016″ გახსნის. ღონისძიება  კახეთის მეღვინეთა გილდიის ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. საკონტაქტო პირი – თაკო გოდერძიშვილი 577 08 00 87
14:00 “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები გორის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან, პარტიის საარჩევნო პროგრამას გააცნობენ და საინფორმაციო ბუკლეტებს დაურიგებენ.  მის.: ქ. გორი, “მემარცხენე ალიანსის” ოფისთან. აღმაშენებლის 80, კონდაზვერვის შენობის გვერდით. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი – 598 700 642
16:00 თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოგიდგენთ დოკუმენტურ ფილმს „საარჩევნო გარემო 2016“. ფილმი ეხება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს. ფილმში წარმოდგენილია ცესკოს თავმჯდომარის, სახალხო დამცველის, დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა აქტორების შეფასებები. მისამართითბილისი, მელიტონ ქანთარიას ქ. 11ა, 0 სართული.
17:00 სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სახალხო დამცველი საჯარო დებატებს გამართავს თემაზე: არჩევნები და ინკლუზიური საარჩევნო გარემო.

18:30 ბლოკ  „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ საბურთალოს მე–6 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა კაციტაძე  ოლქის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. ლოკაცია: ოფიციალური მისამართი – პეკინის 6.  (იოსებიძის ქუჩის ბოლოში, კვირიკეს ეკლესიის მიმდებარედ, ფეხბურთის სტადიონთან).  საკონტაქტო ნომერი:  599 55 29 49

მასალების გადაბეჭდვის წესი