ახალი ამბები

დარჩიაშვილის თქმით, დღეს აღმოჩენილი იარაღი რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის გეგმის ნაწილი იყო

29 სექტემბერი, 2016 • 2031
დარჩიაშვილის თქმით, დღეს აღმოჩენილი იარაღი რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის გეგმის ნაწილი იყო

საპარლამენტი უმცირესობის წევრის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქვეყნის სხვადასხვა ტეროტორიაზე აღმოჩენილი  დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა რუსეთის აგრესიის გამკლავების გეგმის ნაწილი იყო.

“ასეთი რამ სახელმწიფო საიდუმლობაა ხოლმე. არერთხელ გაკეთდა კომენტარი, რომ ეს იყო გეგმის ნაწილი, თუ როგორ უნდა გამკლავებოდა სახელმწიფო რუსეთის აგრესიას განმეორების შემთხვევაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელ ხელმძღვანელობას სხვა ჭკუა არ აქვს. ამით სახელმწიფოს აზარალებს უკვე ოთხი წელია და ძირს უთხის სახელმწიფოს უსაფრთხოებას. პარალელურად, ამ შეთხზული მითებით ივანიშვილის ხელისუფლების გადარჩენას ცდილობს. ხელისუფლებას აგონია სჭირს,” – აცხადებს დავით დარჩიაშვილი.

შს სამინისტროს ცნობით, ფეთქებადი ნივთიერებები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძლო მასალა საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე  2009-2011 წლებში შენიღბულად იყო დამარხული.

შინაგან საქმეთა სამნისტროში ამის შესახებ დღეს, 29 სექტემბერს გააკეთეს განცხადება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მიმდინარეობს.

“სამართალდამცველებმა სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე და გორის რაიონში, ქვის სამტვრევი ქარხნის მიმდებარედ, ტყის მასივში, მიწის ქვეშ იპოვეს და ამოიღეს სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

საქმეზე დანიშნული პიროტექნიკური, ქიმიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სამარხში ნაპოვნი 3062 ცალი, ქარხნული წესით დამზადებული ვაზნა განკუთვნილია კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატების, “РПК” ხელის ტყვიამფრქვევისა და სხვა იარაღისთვის. ვაზნები ვარგისია გამოსაყენებლად.

აღნიშნულ სამარხში ნაპოვნი იქნა ასევე დანიშნულებით გამოსაყენებლად ვარგისი, ქარხნული წესით დამზადებული 3 ერთეული „ОШ“ ტიპის ცეცხლგამტარი ზონარი;

3 ერთეული „МОН-50“ ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი; 1 ერთეული ამფეთქ-ცეცხლგამჩენი მუხტი; ტროტილის 39 კოჭა; 7 ერთეული „ВУЗ-4“ ტიპის ამფეთქი მოწყობილობა; 2 ერთეული ნაღმის ამფეთქის ელექტრო-დამრტყმელი მოწყობილობა;

3 ერთეული ჰექსოგენის შემცველი პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერება; 6 ერთეული ჰექსოგენის შემცველი პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერების 500 გრამიანი კოჭა; 42 ერთეული ელექტროდეტონატორი; 1 ერთეული „РПГ-26“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი; 60 მმ-იანი ნაღმმტყოცნისთვის განკუთვნილი 1 ნაღმი; 40 მმ-იანი ლულისქვეშა ყუმბარმტყოცნისთვის განკუთვნილი 31 ერთეული „ВОГ-25“ ტიპის გასროლა; 1 ერთეული „Ф-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 1 ერთეული „РГД-5“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 3 ერთეული „РГ-42“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 2 ერთეული „GHO-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 5 ერთეული „ПТМ-3“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი; ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი 2 ერთეული „УЗРГМ“ ტიპის ამფეთქი ფალია; ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი 2 ერთეული „FD-1“ ტიპის ამფეთქი ფალია; 12 ერთეული „МД“ ტიპის დეტონატორი; 4 ერთეული კაფსულ-დეტონატორი; 1 ერთეული ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი „УЗРГМ“ ტიპის ამფეთქი ფალიის დეტონატორი; 1 ერთეული დეტონატორის გადამყვანი სამარჯვი;

21 ერთეული ამფეთქი კაფსულა; 17 ერთეული ელექტრო გასართი; 1 ერთეული „ТМ-62“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი; „ТМ-62“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმისთვის განკუთვნილი 1 ერთეული „МВЧ-62“ ტიპის ამფეთქი.

2013 წლის ივნისში, შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა სამეგრელოში აღმოაჩინეს იარაღის ფარული სამალავები, სადაც იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები, ნარკოტიკი, ყოფილი ხელისუფლების დასაჭერ ოპონენტთა სიები და ა.შ. შსს–ს ცნობით, აღნიშნული სამალავები ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად იყო გამიზნული ყოფილი ხელისუფლების მხრიდან.

საქართვეოს მაშინდელი  თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, სამეგრელოში აღმოჩენილი იარაღი თავდაცვის სამინისტროს არ ეკუთვნოდა:

“ეს არ იყო თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება და არც სამალავი, ჩვენ ყველა ჩვენი იარაღი, მათ შორის ყველა ტიპის იარაღი, გვაქვს აღრიცხული და ზუსტად ვიცით, სად არის”, –ამბობდა ალასანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი