ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დათხოვნა კანონიერად ცნეს

28 სექტემბერი, 2016 • 2248
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დათხოვნა კანონიერად ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით წერეთელმა მამუკა ახვლედიანის სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ  დაადგინა, რომ მამუკა ახვლედიანი იუსტიციის საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან კანონიერად გაათავისუფლა.

მამუკა ახვლედიანის ადვოკატი, თეონა ზაქარაშვილი ამბობს, რომ სასამართლომ პრაქტიკულად იგივე საფუძვლები განმარტა, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა მოყვანილი თავის შესაგებელში. ახვლედიანის მხარე სასამართოს გადაწყვეტილებას არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში აუცილებელი იყო გამოყენებულიყო სადისციპლინო წარმოების წესი.

“მიუხედავად იმისა, რომ ბატონი მამუკა გათავისუფლდა ადმინისტრაციული ფუნქციით განმახორციელებელი პოზიციიდან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია. ის ამ პოზიციას ანხორციელებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლოს წევრიიყო, ანუ მოსამართლ იყო და მხოლოდ მოსამართლეს შეუძლია იყოს ადმინისტრაციული ფუნქციის განმახორციელებელი და დაიკავის სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა. შესაბამისად, ვფიქრობთ, აუცილებელია ყოფილიყო სწორედ სადისციპლინო წარმოება, თუ თვლიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომ იყო ეჭვები და კითხვები სამსახურის არაჯეროვნად შესრულებაზე ან რაღაც სხვა გადაცდომებზე, რომლებზეც ისინი საუბრობდნენ. შესაბამისად, ვფიქრობთ, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო ამ შემთხვევაში სადისციპლინო კომიტეტის აღნიშნულიკანონის გამოყენებაზე. დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაგვბარდება, უფრო კარგად გავიგებთიმ არგუმენტებს, რომელიც სასამართლომ მოიყვანა და უკეთესად გვეცოდინენა ის საფუძვლები, რასაც დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროს,” – ამბობს ზაქარაშვილი.

თეონა ზაქარაშვილის თქმით, მოსამართლე დავით წერეთელმა დაასახელა მხოლოდ კონკრეტული გვარი, თუმცა განმარტება არ გაუკეთებია. როგორც ადვოკატი ამბობს, მამუკა ახვლედიანს კოალიცია იცავს და შიდა კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას:

“ზუსტად ვერ გეტყვით, რომელ პრაქტიკას და გადაწყვეტილებას გულისხმობდა. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, დასაბუთებულია თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილება იმიტომ, რომ თვითონ დასაბუთებუკი გადაწყვეტილება არ ჩაგვბარებია, თუმცა ის საფუძვლები, რომლებიც სასამართლომ ამ ეტაზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოგვცა, ჩვენთვის არ არის საკმარისი. გადაწყვსტილების ჩაბარების შემდეგ უფრო კარგად გ ეცოდინება და ვფიქრობთ, რომ სწორედ სადისციპლინო წარმოების შესახებ კანონმდებლობა უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ანუ, არ ვეთანხმებით მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას. ზეპირი განმარტება გაკეთა სასამართლომ და ზუსტად არ ვიცით, რა ჩაიწერება გადაწყვეტილებაში. ასე რომ, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, როგორი დასაბუთებული იქნება გადაწყვეტილება, თუმცა ის ფაქტი, რომ არ გაიზიარა მამუკა ახვლედიანის სარჩელი, ნიშნანს იმას, რომ არ გაიზიარა ჩვენი არგუმენტები და გაიზიარა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არფუმენტები.”

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ახვლედიანის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი 2016 წლის 22 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან დაითხოვა. ახვლედიანი მის გათავსიუფლებას უკანონოდ მიიჩნევს და ეს ფაქტი სასამართლოში გაასაჩივრა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მამუკა ახვლედიანს შორის დაძაბული ურთიერთობა უკვე რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობს. 2015 წლის დეკემბერში ახვლედიანმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ. ამის შემდეგ სწორედ ახვლედიანმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ტესტების სავარაუდო გაჟონვას ჰქონდა ადგილი.

2016 წლის თებერვალში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მამუკა ახვლედიანმა ამ თემაზე ახსნა-განმარტება 10 თებერვალს გაასაჯაროვა.  გვენეტაძემ 23 თებერვალს განაცხადა, რომ ახვლედიანის დათხოვნა ამ დისციპლინურ დევნასთან კავშირში არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი