ახალი ამბები

ერთ უბანზე არჩევნებს ორი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება

7 ივნისი, 2012 •
ერთ უბანზე არჩევნებს ორი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება

ეუთო
ეუთო

აღნიშნული ცვლილება “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შედის.  

“საქართველოს საარჩევნო კოდექსში” ახალი ცვლილებებით, განისაზღვრება ის საერთაშორისო პრინციპები, რომლის საფუძველზეც განხორციელდება საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა და საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა – ერთ ორგანიზაციას ეძლევა უფლება ერთ საარჩევნო უბანში ჰყავდეს 2 საერთაშორისო დამკვირვებელი”, – ნათქვამია ინიცირებულ კანონპროექტში.

აღნიშნული კანონპროექტი დღეს, 7 ივნისს ბიუროზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე პავლე კუბლაშვილმა დააყენა.

“საარჩევნო კოდექსში შედის დაზუსტება, რომლის მიხედვითაც ერთ უბანზე არჩევნებს ორი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. ადრინდელი ჩანაწერი კოდექსში კი ნათლად ვერ განმარტავდა ამ პროცესს. კერძოდ, იმ ჩანაწერით შეიძლებოდა გვეგულისხმა, რომ საარჩევნო უბნებზე 2 საერთაშორისო დამკვირვებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკვირდებოდა საარჩევნო პროცესს. საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა არ იქნება შეზღუდული. ეს ის სტანდარტია, რომელიც საერთაშორისოდ მიღებული და დამკვიდრებულია”, – განმარტავს კუბლაშვილი.

აღნიშნული ინიციატივის ავტორები უმრავლესობის წევრები პავლე კუბლაშვილი და აკაკი მინაშვილი არიან.   

  

მასალების გადაბეჭდვის წესი