ახალი ამბები

მეჭიაურის პარტიამ ვაკეში “ქართული ოცნების” სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა

28 სექტემბერი, 2016 • 1870
მეჭიაურის პარტიამ ვაკეში “ქართული ოცნების” სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა

არ მინდა ნაციონალური მოძრაობა გავახარო და თანამებრძოლს ხმები გავუყო, – ია მეტრეველმა, რომელიც თამაზ მეჭიაურის პარტიიდან ვაკის მეორე ოლქში იყრიდა კენჭს, ბიძინა გეგიძის სასარგებლოდ თავისი კანდიდატურა მოხსნა.

“პარტიას არ ვტოვებ. მაჟორიტარობის არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ არ მინდა “ნაციონალურ მოძრაობას” მივანიჭო სიამოვნება და ხმები გავუყო “ქართული ოცნების” კანდიდატს, რომელიც არის ჩემი თანამებრძოლი. ჩვენ ერთად ვიბრძოდით მთელი 9 წელიწადი იმ ჯოჯოხეთის წინააღმდეგ და არ მინდა, რომ გავახარო საქართველოს დაუძინებელი მტერი “ნაციონალური მოძრაობა” და მათ წისქვილზე დავასხა წყალი. ბიძინა გეგიძის სასარგებლოდ ვხსნი კანდიდატურას,” – განუცხადა ნეტგაზეთს ია მეტრეველმა.

ვაკის მეორე ოლქში, ბოლო ინფორმაციით, 12 მაჟორიტარობის კანდიდატი იყრის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს: 

  1. ბიძინა გეგიძე – ქართული ოცნება
  2. ელენე ხოშტარია – ნაციონალური მოძრაობა
  3. ვიქტორ დოლიძე – თავისუფალი დემოკრატები
  4. გიორგი ხეჩინაშვილი – ეროვნული ფორუმი
  5. გია ფაცურია – დამოუკიდებელი
  6. ზურაბ შარია – ჩვენები – სახალხო პარტია
  7. ირინე ჩხენკელი – თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო
  8. კახი ნუცუბიძე – პატრიოტთა ალიანსი
  9. მაია პაჭკორია – ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა
  10. მირიან მირიანაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი
  11. ნატაშა ჭელიძე – საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალინელები
  12. ჰამლეტ გეგია – დამოუკიდებელი კანდიდატი

მასალების გადაბეჭდვის წესი