ახალი ამბები

მსოფლიოში პირველი ახალშობილი 3 ადამიანის გენით

27 სექტემბერი, 2016 • 1942
მსოფლიოში პირველი ახალშობილი 3 ადამიანის გენით

პირველად მსოფლიოში დაიბადა ბავშვი, რომელიც 3 ადამიანის გენეტიკური მასალის განაყოფიერების შედეგია. აბრაჰიმ ჰასანი უკვე 5 თვისაა, რომელიც დედის და მამის დნმ-ის გარდა, დონორის გენეტიკური კოდის მატარებელიცაა.

3 ადამიანის მონაწილეობით განაყოფიერების ტექნიკა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ექიმებს საშუალებას აძლევს, ახალდაბადებული ბავშვი გაათავისუფლოს გენთან დაკავშირებული დაავადებებისგან, რომლის მატარებლებიც მისი მშობლები არიან.

აბრაჰიმის შემთხვევა სწორედ ამ საკითხს უკავშირდება. მისი მშობლები იორდანიიდან არიან. აბრაჰიმის დედა, რომელიც თავად ჯანმრთელია, გენეტიკურად ლეის სინდრომის მატარებელია. დედის გენმა მისი ორი შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომლებიც აბრაჰიმის დაბადებამდე, ბუნებრივი გზით გააჩინა. ლეის სინდრომი სასიკვდილო დიაგნოზია, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის განუვითარებლობას ნიშნავს.

წყვილმა პროცედურები ამერიკელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ  ჩაიტარეს, თუმცა არა აშშ-ში, არამედ მექსიკაში. 3 ადამიანის მონაწილეობით განაყოფიერების ტექნიკის მიმართ არაერგვაროვანი დამოკიდებულებაა. 2015 წლის თებერვალში დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აღნიშნულ ტექნიკას მხარი დაუჭირა და ნებადართული გახადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი