მეცნიერებმა ჩინეთში დინოზავრის ყველაზე კარგად შემონახული ემბრიონი აღმოაჩინეს, რომელიც გამოსაჩეკად 66 მილიონი წლის წინ ემზადებოდა.
ნამარხი, რომელიც ჩინეთის ძიანსის პროვინციის განჟოუს პრეფექტურაში აღმოაჩინეს, უკბილო დინოზავრს, ოვირაპტოროზავრს ეკუთვნის.
„ეს არის დინოზავრის ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული ემბრიონი“, – განაცხადა ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევარმა, რომელიც აღმოჩენაზე მუშაობს.
მეცნიერებმა კვერცხის ანალიზზე დაყრდნობით, რომელიც ჯერ კიდევ გაქვავებული ნაჭუჭითაა დაცული, დინოზავრის ემბრიონის გამოსახულების აღდგენა შეძლეს.
ემბრიონის რეალური გამოსახულება.
მთავარ ფოტოზე: ემბრიონის აღდგენილი გამოსახულება.