ახალი ამბები

ყაჩაღური თავდასხმა გურიაში

26 სექტემბერი, 2016 •
ყაჩაღური თავდასხმა გურიაში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში 60 წლის მამაკაცს საკუთარ სახლში ყაჩაღურად დაესხნენ თავს. დაზარალებულმა რუსთვი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2 თავდამსხმელი მას 2 საათის განმავლობაში იარაღით ემუქრებოდა, ხოლო შემდეგ სცემეს.

“სახლში ვიყავი, შემოვარდნენ, დაბნელებული იყო უკვე. შემოვარდნენ ყვირილით, გინებით. ერთი პატარა იყო და ვიფიქრე, ამას მოვიქნევ იქით-მეთქი და რომ მოვკიდე ხელი, იმან ჩამარტყა თავში რაღაცა, გამთიშა და დამაგდო სამზარეულოში”, – უთხრა შ.ბ-მ რუსთავი2-ს. მისივე ცნობით, თავდამსხმელებს ნიღბები ეკეთათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობის) მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი