ახალი ამბები

“ქართული ოცნების” გორის ოფისის გაძარცვის შესახებ პოლიციას ნაც–მოძრაობის წევრმა შეატყობინა

4 ივნისი, 2012 •
“ქართული ოცნების” გორის ოფისის გაძარცვის შესახებ პოლიციას ნაც–მოძრაობის წევრმა შეატყობინა

ქართული ოცნება
ქართული ოცნება

შტაბის უფროსის განცხადებით, ოფისის გატეხვის შესახებ მას,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ზენაძემ აცნობა.   

“მე დამირეკა გორის საკრებულოს წევრმა ,,ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ზენაძემ და ასეთი რამ მითხრა, რომ მისმა დეიდაშვილმა სოსო პაპიტაშვილმა, რომელიც დილის ხუთ საათზე ძაღლს ასეირნებდა ქუჩაში, შენიშნა, ოფისის ფანჯრები ჩამტვრეული იყო და ეს ფაქტი მე შემატყობინაო. სოსო პაპიტაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წევრია. თუმცა, საინტერესოა და კითხვის ნიშანს აჩენს ის ფაქტი, რომ დილის ხუთ საათზე ძაღლს ვინ ასეირნებს გარეთ? ჩვენ, პარტიის წევრები, როდესაც იქ მივედით, პატრული ადგილზე იყო უკვე. ამჟამად გამოძიება დაწყებულია”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში გორის “ქართული ოცნების” შტაბის უფროსი შიოშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი