ახალი ამბები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში საარჩევნო გარემოს აფასებს

25 სექტემბერი, 2016 • 1241
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში საარჩევნო გარემოს აფასებს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCEPA) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წამყვანმა წევრებმა საქართველოში 3-დღიანი ვიზიტი შეაფასეს.

“მოხარული ვარ იმის გამო, რომ საქართველოში ვხედავ ისეთ აქტიურ პოლიტიკა,ს როგორც არასდროს”, – განაცხადა სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა იგნასიო სანჩეს ამორმა (პარლამენტის წევრი, ესპანეთი).

“თითქმის ყველამ, ვისაც ჩვენ შევხვდით, აღნიშნა, რომ კამპანიის პროცესი იყო უფრო ღია და თავისუფალი, ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევენების პერიოდებში. ვიმედოვნებ, რომ ეს გაგრძელდება”, – ამბობს სანჩეს ამორი და დასძენს, რომ არჩევნების შეფასებაში მოვლენების ყველა სახის განვითარება მოხვდება.

დელეგაცია აღნიშნავს აქტიურ კონკურენციას პარტიებს შორის, მათ შორის გულისხმობს იმ ძალებს, რომლებიც პოლიტიკაში უკვე დიდი ხანია არიან, და პოლიტიკურ სცენის ახალ სახეებსაც. დელეგაციის შეფასებით, მართალია, მათმა თანამოსაუბრეებმა პოლარიზებულ გარემოზე მიუთითეს, მაგრამ დაძაბულობის ხარისხი წინა არჩევნებს მაინც ჩამოუვარდება. დელეგაცია ასევე საუბრობს იმის შესახებ, რომ არსებობს ბრალდებები დარღვევებისა და დაშინებების, ასევე, კამპანიის პროცესში ხელის შეშლის შესახებ. დელეგაცია ყველა მხარეს მოუწოდებს თავშეკავებისაკენ, ხოლო ამ საკითხებზე რეაგირების თვალსაზრისით – ოფიციალური პროცედურების გამოყენებისაკენ.

“ყველა ვისაც ჩვენ შევხვდით, მიესალმება [პოლიტიკური] ატმოსფეროს ძლიერი ცვლილებას 2012 წლის არჩევნების შემდეგ და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მომავალზე დებატის ეს შესაძლებლობა სრულად იქნება ათვისებული. ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და პოლიტიკოსებმა თავიდან უნდა აიცილონ სიტუაციის დაძაბვა, სანაცვლოდ კი ამომრჩეველს განვითარებაზე დაფუძნებული შესაძლებლობები შესთავაზონ”, – განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა გუგიელმო პიჩიმ (იტალია).

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი