ახალი ამბები

ცესკოს მონაცემებით, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა

23 სექტემბერი, 2016 • 2024
ცესკოს მონაცემებით, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა

დღეს, 23 აგვისტოს ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის თანახამდ, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა, 12 აგვისტოს მდგომარეობით, 3 510 514-ს შეადგენს, მათ შორისაა 1 887 130 (53.75%) ქალი და  1 623 384 (46.24%) კაცი.

12 აგვისტოს მონაცემებით, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა  58 421-ით აღემატება 15 ივლისის მდგომარებით რეგისტრირებულთა რაოდენობას. კერძოდ, 15 ივლისის მდგომარეობით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 452 093 ამომრჩეველი იყო, ხოლო მანამდე არსებულ სიაში, რომელიც 1 მაისის მდგომარეობით ასახავდა მონაცებს, 3,53 მილიონი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

დღეს, 23 სექტემბერს გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში საუბარია იმის შესახებ, რომ ცესკოს მიერ შეთავაზებული მონაცემთა გადამოწმების სერვისით 10 ივნისიდან 945 761-მა ამომრჩეველმა ისარგებლა.

8 ოქტომბრის არჩევნები 73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 3, 634 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. სხვა სახელმწიფოებში 56 უბანი შეიქმნა. ავღანეთში კი – 2 საარჩევნო უბანი: ბაგრამის და მაზარი-შარიფის საარჩევნო უბნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი