ახალი ამბები

ანონსი: 23 სექტემბერი

22 სექტემბერი, 2016 • 1312
ანონსი: 23 სექტემბერი

10:00 საათზე, ევროკავშირის მიერ საქართველოს მთავრობისათვის დევნილთა განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის კუთხით გაწეული მხარდაჭერის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

10:15 საათზე, ქ. თბილისის „ჰუალინგი თბილისის ზღვის ახალი ქალაქი” სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის” საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება კონფერენცია „ინკლუზიური განათლება“. კონფერენციას გახსნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

10:30 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას მინისტრი მიხეილ გიორგაძე გაუძღვება. პრეზენტაციას დაესწრებიან მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, სსიპ საფინანსო – ანალიტიკური სამსახურის, მუზეუმების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

11:00-ზე “პირველის პრესკლუბში” საარჩევნო ბლოკ “თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლო“-ს ლიდერი გოგი თოფაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: მიმდინარე საკითხები, ყოფილი პრემიერის განცხადებები; ივანიშვილისა და უსუფაშვილის ურთიერთბრალდებები; საარჩევნო საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 -ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში თინა ბოკუჩავას პრესკონფერენცია გაიმართება.

11:30-ზე “პირველის პრესკლუბში” “ნინო ბუჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის” მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა ბარამიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ივანიშვილის განცხადებები, საარჩევნო და მიმდინარე პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77

11:00 საათზე, რეპორტიორის პრესკლუბში ბრიფინგს გამართვს ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე. თემა შეეხება საქართველოს უბლოკო სტატუსს და ქართულ – რუსულ ურთიერთობებს.

12:00 საათზე, საზოგადოებრივ პრესცენტრში, “მემარცხენე ალიანსის” კრწანისის №7 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ გოხაძე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: კოსტავას 68 საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი – 598 700 642

12:00 საათი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში კახეთის მაჟორიტარი დეპუტატების პრესკონფერენცია გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი