ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვენეციის კომისია აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებს

21 სექტემბერი, 2016 • 1524
ვენეციის კომისია აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებს

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია აზერბაიჯანში 2016 წლის 26 სექტემბრის რეფერენდუმზე განსახილველ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებს.

კომიისის ექსპერტთა მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ “ბევრი შემოთავაზებული ცვლილება ძალთა ბალანსს სერიოზულად არღვევს და პრეზიდენტის უფლებამოსილებას უპრეცედენტოდ ზრდის”, ” 5-დან 7 წლამდე საპრეზიდენტო მანდატის გაზრდა გაუმართლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის, რომლის არჩევაც 2009 წლიდან ნებისმიერი ვადით შეიძლება, უფლებამოსილებები ისედაც ფართოა”. ასევე, ექსპერტები აკრიტიკებენ პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის მექანიზმებს და ა.შ.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ დროის სიმცირის გამო კომისიის წევრებს აზერბაიჯანში ვიზიტისა და ხელისუფლებასთან, ექსპერტებთან და სხვა დაინტრესებულ პირებთნ შეხვედრის საშუალება არ მიეცათ. ასევე, კომისია წუხს იმის გამო, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რეფერენდუმზე საკითხის წარმოდგენამდე მათთან კონსულტაციები არ გაუმართავს.

აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ 2016 წლის სექტემბერში უკვე ორი საპროტესტო აქცია გაიმართა. 2016 წლის 26 სექტემბერს აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება. ერთ-ერთი ცვლილება აზერბაიჯანის პრეზიდენტის 5-დან 7 წლამდე ვადით არჩევას ითვალისწინებს. ცვლილებების შეტანის ინიციატორი თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევია.

აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას აიხილავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი