ახალი ამბები

ბურჯანაძე: “ოცნება“ 4 წელი მოუნდა ინფორმაციის გამჟღავნებას, რაც 26 მაისის მონაწილეებმა 5 წლის წინ იცოდნენ

20 სექტემბერი, 2016 • 1767
ბურჯანაძე: “ოცნება“ 4 წელი მოუნდა ინფორმაციის გამჟღავნებას, რაც 26 მაისის მონაწილეებმა 5 წლის წინ იცოდნენ

პროკურატურის მიერ კუდის მაღალჩინოსნებისთვის 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ბრალის წაყენების შესახებ კომენტარი ნინო ბურჯანაძემ გააკეთა:

“დღეს ტელევიზიით კიდევ ერთხელ ვიხილეთ აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და ამაზრზენი კადრები, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა ,,ნაციონალური მოძრაობისრეალური სახე,  იმ ,,ნაციონალური მოძრაობისა“, რომელიც დღეს ბედავს, თითს გვიქნევს და ამბობს, რომ ის ხელისუფლებაში მოვა იმისათვის, რომ ქვეყანა სწორ გაზაზე დადგეს. კარგად დავინახეთ, თუ როგორი შემართებით და გაფაციცებით იყვნდენ, რომ თავიანთი მოსახლეობა დაესაჯათ.

ასეთი მარჯვე რომ ყოფილიყვნენ ახალაია და ის სპეცრაზმელები თავის დროზე, 2008 წლის აგვისტოს ომში და დახმარებოდნენ ცხინვალში მებრძოლ ბიჭებს, შეიძლება ის სამდღიანი ომი ისე არ დამთავრებულიყო, როგორც დამთავრდა. ,,ნაციონალური მოძრაობამარჯვე და ძლიერი  მხოლოდ უიარაღო, საკუთარი მოსახლეობის წინაშე იყო. დიახ, ჩვენ უნდა მოვსულიყავით ხელისუფლებაში და ,,ნაციონალური მოძრაობისეს და სხვა წარმომადგენლები,  ვინც დამნაშავეა, უკვე დიდი ხანია ციხეში იჯდებოდნენ და არასოდეს აღარ იქნებოდა იმის საშიშროება, რომ ქვეყანაში ოდესმე, მსგავსი რამ განმეორდება. ჩვენ მოვალთ აუცილებლად ხელისუფლებაში. აუცილებლად  ბოლომდე გამოვიძიებთ 26 მაისსა და სხვა დანაშაულებებს და აუცილებლად დავსჯით იმ ადამიანებს, ვინც ნაციონალურ რეჟიმს წარმართავდა და დანაშაულებრივ ბრძანებებს ასრულებდა,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ,,ქართული ოცნებაოთხი წელი მოუნდა იმ ინფორმაციის გამომჟღავნებას, რომელიც 26 მაისის მონაწილეებმა ოთხი და ხუთი წლის წინ იცოდნენ:

ძალიან სამწუხაროა, რომ ,,ქართული ოცნებისსიაში  და ერთერთ მთავარ სახედ არის ის ადამიანი, რომელიც ამერიკის ელჩთან ერთად იყო მწვანე შუქის მიმცემი 26 მაისის აქციის დარბევისა და როდესაც ჯერ ქმა ჩუგოშვილმა და მერე ამერიკის მაშინდელმა ელჩმა აქციის დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე განაცხადეს, რომ ხელისუფლებას აქვს აქციის დარბევის უფლება, ვინაიდან თითქოს აქცია უკანონო იყო. ძალიან სამწუხაროა, რომ ,,ქართულმა ოცნებამბოლომდე არ გამოიძია 26 მაისი და  აღმაშფოთებელიც კი არის ის, რომ არჩევნებამდე მხოლოდ სამი კვირით ადრე გამოამჟღავნეს ის ფაქტები, რაც, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცოდით. იმედი მაქვს, რომ ახლა  მაინც, ახალი არჩევნების შემდეგ მაინც მოხდება ისე, რომ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და შევძლებთ რეალურად სამართლიანობის აღდგენას და იმის გაკეთებას, რაც ოთხი წელი ვერ გააკეთა ,,ქართულმა ოცნებამ“. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ  ,,ნაციონალური მოძრაობისთარეშს საქართველოში და კიდევყველამ პასუხი უნდა აგოს ვითომ ,,კოჰაბიტაციისათვის,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოს პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ბრალდებულად ცნო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.

საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად ასევე დაბარებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.

პროკურატურის განცხადებით, „26 მაისის საქმეზე“ გამოვლენდა ახალი გარემოება. პროკურატურამ მოიპოვა გამოძიებისთვის აქამდე უცნობი ვიდეოკადრები, რომლებიც იმავე ღამეს გადაღებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატორის მიერ. პროკურატურის განცხადებით, კადრებში ასახულია, თუ როგორ გასცემს დანაშაულებრივ ბრძანებას 2011 წლის 26 მაისს დავით ახალაია, რომელიც ითხოვს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავებას და სანაცვლოდ მის თანამშრომლებს ჰპირდება მაღალ პრემიებს.

ამავე საქმეზე მსჯავრდებულია ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი