ახალი ამბები

ანონსი – 20 სექტემბერი

20 სექტემბერი, 2016 •
ანონსი – 20 სექტემბერი

18:00 საათზე, დავით უსუფაშვილი დიდუბეში რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის, ვახტანგ ხმალაძის საარჩევნო შტაბის გახსნას დაესწრება. რესპუბლიკური პარრტიის პირველი ნომერი, ვახტანგ ხმალაძესთან და პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, შტაბთან შეკრებილ მოსახლეობას, მხარდამჭრებასა დადაინტერესებულ პირებს შეხვდება.

მის: თბილისი, სამტრედიის ქუჩა, II კორპუსი.


12:00 საათზე, გაიმართება პარტია “საქართველოს” პრესკონფერენცია “დიდუბე პლაზის” საკონფერენციო დარბაზში. თემით – “ნაციონალური მოძრაობის, არჩევნებიდან მოხსნის თაობაზე”. მომხსენებლები: გიორგი გვიმრაძე, ალეკსანდრე კობაიძე, ცირა ჯავახიშვილი


11 საათზე, `პირველის პრესკლუბში `ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს~ გლდანის მე 20 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საარჩევნო გარემო, პროცესები, მიმდინარე საკითრხები, მიმართვა ამომრჩეველს.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი `დიდუბე პლაზა~, მეორე სართული.
საკონტაქტო პირი ქეთევან ლომაია 599508355


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მართავსსაქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების წლიური ანგარიშის პრეზენტაციას და  დააჯილდოვებს ჩართულობის მხრივ ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე კანონპროექტების ინიციატორ 3 სახელმწიფო უწყებას.  ღონისძიება გაიმართება სასტუმრო „თბილისი მერიოტში.“  დასაწყისი 9:30.


საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი

12.00. საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა – უფლის სახელით“

მიხეილ [გელა] სალუაშვილი საარჩევნო გაერთიანების ‘ზვიადის გზა – უფლის სახელით“ თავმჯდომარე;

13.30. ცირა ბარამიძე-საქართველოს ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი.

14.00. საარჩევნო სუბიექტი ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია’’. ვაჟა ოთარაშვილი  პატრიოტთა ალიანსის სამდივნოს წევრი.


13:00 საათზე, “მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავჯდომარე კახა ძაგანია საზოგადოებას თბილისის მაჟორიტარობის კიდევ რამდენიმე კანდიდატს წარუდგენს.

მისამართი: ი. ხვიჩიას 17


20 სექტემბერს, 11 საათზე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფისში (აღმაშენებლის გამზირი 61) კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის  გამართავს პრესკონფერენციას და მიმართავს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, რამდენად მზად არიან ისინი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში წარმოადგინონ საკუთარი მინისტრთა კაბინეტი.


პრაიმტაიმის პრესკლუბში 11:00 ზესტაფონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ილია კოკაია სკანდალურ კვლევებს გაასაჯაროებს. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ონკოლოგი მაია ქურციკიძე


11:30 პრაიმტაიმის პრეს კლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი და იურისტი თამარ ლუკავა პრესკონფერენციას გამართავს თემა: ორსული გოგონას გაუპატიურების საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები დამნაშავე პირისთვის ბრალის დაუყოვნებლის წაყენებას ითხოვენ.


18 საათზე ,მუხიანში (ნონეშვილის გამზირის დასაწყისში ,მეორე მკრ-ნის 4 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში), გაიმართება შეხვედრა საარჩევნო ბლოკ ,, ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის ,, ლიდერთან – ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან და 22-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან  ბესიკ დანელიასთან.


ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით, სასტუმროში “თბილისიმერიოტი” (რუსთაველის გამზ.13) გაიმართება რელიგიურ გაერთიანებათა წარმომადგენლების შეხვედრაპოლიტიკურ პარტიებთან: „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ (10:00-11:30) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (12:00-13:30).

„რესპუბლიკური პარტიიდან“ შეხვედრას დაესწრებიან თამარ კორძაია და დავით ზურაბიშვილი.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნებიან: სერგი კაპანაძე, გიგა ბოკერია, გიორგი ტუღუში და სერგო რატიანი.


12 საათზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც მიმოიხილავს უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილ და განხორცილებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს. მის : აღმაშენებლის 61


11:00″პირველის პრესკლუბში” „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის მე-20 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საარჩევნო გარემო, პროცესები, მიმდინარე საკითხები, მიმართვა ამომრჩეველს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22


11:30 “პირველის პრესკლუბში” “რესპუბლიკური პარტიის” საბურთალოს რაიონის №4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი ბრიფინგს გამართავს. თემა: ივანიშვილის განცხადებები “რესპუბლიკელებზე”, საარჩევნო გარემო, დარღვევები, მიმდინარე საკითხები, გეგმები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22


12:00″პირველის პრესკლუბში” უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ნაციონალური მოძრაობა არაუფლებამოსილმა პირმა დაარეგისტრირა, ამიტომ საჭიროა პარტიის არჩევნებიდან მოხსნა; შეტანილი სარჩელი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი