ახალი ამბები

ანონსი – 19 სექტემბერი

18 სექტემბერი, 2016 •
ანონსი – 19 სექტემბერი
12:00 საათზე სასტუმრო ამბასადორში, სახალხო დამცველი გამართავს შეხვედრას თემაზე: „ეროვნული უმცირესობების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღებასა და საარჩევნო-პოლიტიკურ პროცესებში“.
მისამართი: თბილისი, იოანე შავთელის ქუჩა 17

16:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ გამართავს კვლევის “დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული მექანიზმი: კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი“ პრეზენტაციას.


“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ვოლსკის შეხვედრების გრაფიკი

19 სექტემბერი

16:00 – აღმაშენებლის 41 (შტაბში)  – შეხვედრა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებთან,

18:00 – ნინოშვილის 24 ა

19:00 – ართვინისა და მამარდაშვილის ქუჩები – (ფეზეოს წინ)

20 :00 – აგარის 34


11:00 საათზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს.

მისამართი: ერეკლე მეორეს მოედანი #3


11:00 საათზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოში ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

ადგილი: რედისონ ბლუ ივერია.

მისამართი: მისამართზე : თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი #1


10:30 საათზე, თბილისში, ნოე რამიშვილის ქ.N38-ში, შსს-ს შენობაში ცესკო-სა და შსს-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.


11.00 საათზე,  ეკონომიკის სამინისტროში (თბილისი, ჭოველიძის 10ა)  გაიმართება ბრიფინგი. თემა: მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზების დაფინანსების პროექტის შედეგები


11:00 საათზე “პირველის პრესკლუბში” “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” ხელმძღვანელი თამარ ჩიბურდანიძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. თემა: ცეზარ ჩოჩელის შტაბის მიერ ფონდის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებული მასალები; სპეციალური განცხადება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22


11:30 საათზე “პირველის პრესკლუბში” “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” კრწანისის მე-7 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ახვლედიანი ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22


11:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ალექსანდრე ელისაშვილი და დავით ზურაბიშვილი პრესკონფერენციას ჩაატარებენ .


12:00  პრაიმტაიმის პრეს კლუბში რატი კუხალეიშვილი პრესკონფერენციას გამართავს თემა: როგორ ცდილობს „ქართუ ჯგუფი“  2012 წლეს სააკაშვილის მთავრობის მიერ მისთვის უკანონოდ წართმეული თანხები დღეს ამოიღოს  რატი კუხალეიშვილისგან კიდევ უფრო უკანონოდ, სასამართლო ხელისუფლების გამოყენებით.


12:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლო ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონატის საქმიანობისთვის დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.


14:00 -15:00 საათზე ანგარიშის პრეზენტაცია “წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი, სიძულვილის ენა და გენდერული წარმომადგენლობა” სატელევიზიო და ონლაინ მედიაში მის: სასტუმრო რუმსი, მერაბ კოსტავას #14.


11 საათზე, ქ. თბილისის მერიასთან გაიმართება სოციალურად დაუცველი უსახლკარო ჯგუფების აქცია, რომლებიც თბილისში ერთ-ერთ სახელმწიფო ობიექტში (ე.წ. ყოფილი კარდიოლოგიურის შენობა) წლებია ელექტროენერგიისა და ბაზისური კომუნიკაციების გარეშე უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი