ახალი ამბებისაზოგადოება

NASA-ს პასუხი ზოდიაქოს ნიშნების შესაძლო ცვლილებაზე

17 სექტემბერი, 2016 • 2635
NASA-ს პასუხი ზოდიაქოს ნიშნების შესაძლო ცვლილებაზე

“NASA სწავლობს ასტრონომიას და არა ასტროლოგიას. ჩვენ არ შეგვიცვლია ზოდიაქოს ნიშნები, ჩვენ უბრალოდ მათემატიკური გამოთვლები ჩავატარეთ,” – ასე გამოეხმაურნენ აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველში “ნეტგაზეთის” კითხვას ზოდიქოს ნიშნების პერიოდების შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით.

NASA-ში განგვიმარტეს, რომ სტატიებში, რომლებშიც ხშირად არასწორ ინფრომაციას მათ სამმართველოზე დაყრდნობით გავრცელებენ, იყენებენ NASA-ს ისეთ რესურსებს, როგორიცაა “Space Place”. ამ რესურსზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ მასალაში სწორედ ასტრონომიაზე იყო საუბარი, სადაც მეცნიერები მათემატიკური გამოთვლების გამოყენებით ხსნიდნენ თანავარსკვლავედებს და აცხადებდნენ, რომ მას შემდეგ, რაც “ზოდიაქოს ნიშნების რუკა” ჩამოყალიბდა, გალაქტიკის შესახებ გაცილებით მეტი ინფორმაცია შეგროვდა. ახლა მეცნიერებმა ვარსკვლავების განლაგებაზე უფრო მეტი იციან. შესაბამისად, ის ინფორმაცია, რომელსაც ზოდიაქო ეყრდნობა, ნაკლებ რელევანტურია.

“სტატიაში გალაქტიკისა და ღამის ცის შესახებ ვწერდით სწორედ იმ განსახვავებებზე, რაც ასტრონომიასა და ასტროლოგიას შორის არსებობს. განვმარტავდით, რომ ასტროლოგია უძველესი ისტორიის ნაწილია. ჩვენ შევეცადეთ აგვეხსნა ვარსკვლავების განლაგების, ღამის ცის შესწავლის შედეგად მიღებული ცოდნა, მისგან მიღებული მეცნიერება და მათემატიკა,” – გვითხრეს NASA-ს სოციალური მედიის სამსახურში. სწორედ მსგავსი ინფორმაცია ხდება იმის საფუძველი, რომ მკითხველს ხშირად ჰგონია, NASA ზოდიაქოს ნიშნებსაც იკვლევს.

სამომავლოდ ასტროლოგიისა და ასტრონომიის უკეთ გასამიჯნად NASA-ში გვირჩიეს, მათ სტატიას გავეცნოთ, სადაც თანავარსკვლავედებს ბავშვებისათვის განმარტავენ.

გასულ კვირას ინტერნეტში გავრცელდა მასალა, რომლის თანახმადაც, NASA-მ 2000 წლის განმავლობაში პირველად, ზოდიაქოს ნიშნები განაახლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი