“ჭარბწონიანობის რისკი ჩვილებში ორჯერ მატულობს, თუ ისინი საკეისრო კვეთის საშუალებით დაიბადნენ,”- ამტკიცებს  ამერიკელი მეცნიერების კვლევის შედეგები, რომელიც ბი-ბი-სი-ზე გამოქვეყნდა.

 

გამოცემის მიხედვით, აშშ-ში ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს ექსპერტებმა გამოიკვლიეს, რომ ჭარბი წონისკენ მიდრეკილება ბავშვში დაბადებიდან 3 წლის შემდეგ ვლინდება.

 

მეცნიერთა აზრით, ახალშობილებს, რომლებიც საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადნენ, ნაწლავების ბაქტერიული ფონი ეცვლებათ, რაც საჭმლის მონელების პროცესზე გავლენას ახდენს. 

 

კვლევაში მონაწილეობა 1255–მა დედამ და მათმა 1999-2002 წლებში დაბადებულმა შვილებმა მიიღეს.

 

კვლევის შედეგები სამედიცინო ჟურნალში Archives of Disease in Childhood დაიბეჭდა.

 

მომავალმა დედებმა კვლევაში მონაწილეობა მათი ორსულობის 22-ე კვირაზე მიიღეს. 

 

საკეისრო კვეთის მეშვეობით დაბადებულთა 16 %-ს სამი წლის ასაკისთვის “ჭარბი წონა” დაუდგინდა, ხოლო მათ, ვინც ოპერაციული ჩარევის გარეშე დაიბადა, ჭარბწონიანობა სამი წლის ასაკისთვის მხოლოდ 7,5 % -ს აღენიშენებოდა.

 

მეცნიერთა აზრით, მომავალ დედებს ექიმებმა ამ რისკების შესახებ უნდა აცნობონ. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *