“ჭარბწონიანობის რისკი ჩვილებში ორჯერ მატულობს, თუ ისინი საკეისრო კვეთის საშუალებით დაიბადნენ,”- ამტკიცებს ამერიკელი მეცნიერების კვლევის შედეგები, რომელიც ბი-ბი-სი-ზე გამოქვეყნდა.
გამოცემის მიხედვით, აშშ-ში ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს ექსპერტებმა გამოიკვლიეს, რომ ჭარბი წონისკენ მიდრეკილება ბავშვში დაბადებიდან 3 წლის შემდეგ ვლინდება.
მეცნიერთა აზრით, ახალშობილებს, რომლებიც საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადნენ, ნაწლავების ბაქტერიული ფონი ეცვლებათ, რაც საჭმლის მონელების პროცესზე გავლენას ახდენს.
კვლევაში მონაწილეობა 1255–მა დედამ და მათმა 1999-2002 წლებში დაბადებულმა შვილებმა მიიღეს.
კვლევის შედეგები სამედიცინო ჟურნალში Archives of Disease in Childhood დაიბეჭდა.
მომავალმა დედებმა კვლევაში მონაწილეობა მათი ორსულობის 22-ე კვირაზე მიიღეს.
საკეისრო კვეთის მეშვეობით დაბადებულთა 16 %-ს სამი წლის ასაკისთვის “ჭარბი წონა” დაუდგინდა, ხოლო მათ, ვინც ოპერაციული ჩარევის გარეშე დაიბადა, ჭარბწონიანობა სამი წლის ასაკისთვის მხოლოდ 7,5 % -ს აღენიშენებოდა.
მეცნიერთა აზრით, მომავალ დედებს ექიმებმა ამ რისკების შესახებ უნდა აცნობონ.
