10:30 საათზე, “პირველის პრესკლუბში” ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი პეტრიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: “საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“ ირაკლი პეტრიაშვილთან ერთად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“-ს მიერ დასაქმებულ პროფკავშირის წევრ დაქირავებულ თანამშრომელთა სახელით, 19 სექტემბრის 00:01 საათიდან კანონით მოპოვებული სრულმაშტაბიან, უვადო გაფიცვის უფლების გამოყენებას იწყებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული

11:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საპარლამენტო არჩევნების დღის ეგზიტპოლის პრეზენტაცია გაიმართება.

11:00 საათზე, “პირველის პრესკლუბში” “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” – საარჩევნო ბლოკის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ნაჭყებია ბრიფინგს გამართავს. თემა: ბურჭულაძე-გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 საათზე, “პირველის პრესკლუბში” უფლებადამცველები: ალექსანდრე ახალკაცი (ჰეროკრატიის მთავარი პერსონაჟი), მამუკა ტუსკაძე და ექსპერტი ვახტანგ მაისაია საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. თემა: ციხის კადრების გავრცელებიდან ოთხი წლისთავი, “ჰეროკრატია”, სამართლიანობის აღდგენა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00 საათი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში მიხეილ მაჭავარიანის პრესკონფერენცია გაიმართება.

12:00 საათზე, პრაიმტაიმის პრეს კლუბში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართველი ემიგრანტების“ თავმჯდომარე ზვიად ყუშიტაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: დღეს ჩვენს მიერ შეტანილი განცხადება ცეესკოში,ნაციონალური პარტიის მოხსნა საარჩევნო სიებიდან და მოსალოდნელი დესტაბილიზაცია რასაც წინასაარჩევნოდ გეგმავენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *