ახალი ამბები

უშიშროების საბჭომ თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელა

15 სექტემბერი, 2016 • 1346
უშიშროების საბჭომ თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელა

პრეზიდენტის სასახლში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელმაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე – 2017 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალთა რაოდენობის განსაზღვრაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების შესახებ იმსჯელა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინე იმერლიშვილის განცხადებით, საქართველოს სამხედრო ძალთა რაოდენობა 37 000-ით განისაზღვრა.

„ეს არის 37 000, ამაში არ შედის, ცხადია, საომარი მდგომარეობის პერიოდში რაოდენობა და რეზერვი. ეს დოკუმენტი პარლამენტში გაიგზავნება ბიუჯეტის პროექტთან ერთად“, – განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინე იმერლიშვილის განცხადებით, მეორე საკითხი, რომელიც საბჭომ განიხილა, თავდაცვის სამინისტროში განსახორციელებელი თუ დაგეგმილი რეფორმებია, რომლებიც ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს თავდაცვის მინისტრმა გააცნო.

“ამ დოკუმენტის განხილვა დაიწყება, როგორც არასამთავრობოებთან, ასევე დაინტერესებულ პირებთან, თავდაცვის და უშიშროების საკითხებში ექსპერტებთან“, – განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი