ახალი ამბები

ანონსი – 15 სექტემბერი

14 სექტემბერი, 2016 •
ანონსი – 15 სექტემბერი

წარმოგიდგენთ 15 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

 


08:30 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს კომაროვის N 199-ე სკოლაში მიულოცავს. 10:00 საათზე, მინისტრი 186-ე, ხოლო 11:15 საათზე 112 -ე სკოლას ეწვევა. მისამართი: კომაროვის N 199–ე სკოლა – ვაჟა-ფშაველას გამზ. N49; 186-ე სკოლა – დ/დიღომი, იოანე პეტრიწის ქ. N8ბ; 112 -ე სკოლა – ც.დადიანის №28.


08:50 საათზე, “ქართულიც ოცნების” ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი 30-ე სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სწავლის დაწყებას მიულოცავს. მის: ჩუღურეთის რაიონი, კიევის ქუჩა. 09:30 საათზე, გიორგი ვოლსკი 34-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს აღმზრდელობითი პროცესის დაწყებას მიულოცავს. მის: ჩუღურეთის რაიონი, ტერენტი გრანელის ქუჩა. 3. 16:00 საათზე, გიორგი ვოლსკის შეხვედრა ომის ვეტერანებთან. მის: ჩუღურეთის რაიონი, აღმაშენებლის გამზირი #41. საარჩევნო შტაბის შენობა. 18:00 საათზე, გიორგი ვოლსკის შეხვედრა ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობასთან. მის: ა. ჩიქობავას ქ. #3. 19:00 საათზე, გიორგი ვოლსკის შეხვედრა ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობასთან. მის: სანკტ-პეტერბურგის ქ. #2. 20:00 საათზე, გიორგი ვოლკსის შეხვედრა ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობასთან. მის: დონდუას ქ. #1 საკონტაქტო პირი: ქეთევან კოკორაშვილი – 558997265.


10.30 საათზე, ქალაქ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე „მაკდონალდსის“ ახალი რესტორნის ოფიციალურ გახსნას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ რესტორანში 62 ადამიანია დასაქმებული, ხოლო განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა კი 4.8 მილიონი ლარია.


11:00 საათზე, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე კუსტბის საბაგიროზე მიმდინარე სამუშაობს დაათვალიერებს. მის: კუსტბა(საბაგიროს ზედა სადგური). საკონტაქტო პირი: ლელა სეთურიძე – 577974790.


11:00 საათზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელ კასუმლოს აზერბაიჯანულენოვან საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავს.


11:30 საათზე, “პირველის პრესკლუბში” “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” მთაწმინდის პირველი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა ბარამიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და პროგრამის პრეზენტაციაზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.


12:00 საათზე, ვერეს ხეობის მოსახლეობა მთავარი პროკურატურის წინ შიმშილობის აქციას დაიწყებს. ისინი აცხადებენ, რომ ბინები თაღლითური გზით ჩამოერთვათ, ხოლო გამოძიება დასკვნის დადებას შეგნებულად აჭიანურებს. მისამართი: თბილისი, გორგასლის N24.


12:00 საათზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელ წითელსოფელში სომხურენოვან საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავს.


12:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება; 14:00 საათზე, გამოსვენება სამების ტაძრიდან; 15:00 საათზე, აფხაზეთის ომის გმირებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.


12:00 საათზე, “მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე ბრიფინგს გამართავს, თემაზე: ,,”ვარდების რევოლუცია #2″-ის დაფინანსება უკვე დაიწყო”. მისამართი: ი. ხვიჩიას 17 საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი – 598700642.


13:00 საათზე, ცხოველთა თავშესაფრის მფლობელი და ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულების დღემდე გადაუჭრელი პრობლემები. მისამართი: მ. კოსტავას #68.


17:00 საათზე, სასტუმრო რედისონში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC Georgia) გამართავს დებატებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის, რათა მათ წარუდგინონ პარტიის ეკონომიკური პროგრამები. დებატებში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება (TBC), პოლიტიკური ბლოკი პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები.


19:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის 165-ე სეზონი ზ.ფალიაშვილის ოპერით “აბესალომ და ეთერი” გაიხსნება. მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ. N25.


მასალების გადაბეჭდვის წესი