კარენ კარაპეტიანი სომხეთის ახალ პრემიერმინისტრად დანიშნეს. მისი დანიშვნის შესახებ განკარგულებას პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ხელი დღეს, 2016 წლის 13 სექტემბერს მოაწერა.

2001 წელს კარენ კარაპეტიანი “არმროსგაზპრომის” გენერალური დირექტორი იყო, 2010-2011 წლებში- ერევნის მერი. 2011-2012 წლებში – “გაზპრომბანკის” პირველი ვიცეპრეზიდენტი. 2015 წლიდან კი, საერთაშორისო პროექტებში “გაზპრომ ენერეგოჰოლდინგის” გენერალური დირექტორის მოადგილე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი 2016 წლის 8 სექტემბერს მინისტრთა კაბინეტს გამოემშვიდობა. ჰოვიკ აბრაჰამიანი სომხეთის პრემიერის პოსტს 2014 წლის 13 აპრილიდან იკავებდა

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *