ახალი ამბები

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 15 სექტემბერს დაინიშნა

13 სექტემბერი, 2016 • 1380
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 15 სექტემბერს დაინიშნა

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 15 სექტემბერს, 16:00 საათზე  გაიმართება – ამის შესახებ საქართველოს პეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

განსახილველი თემები იქნება სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცება და თავდაცვის სამინისტროს რეფორმირება.

რაც შეეხება მდივნის თანამდებობას, ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად ირინა იმერლიშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის დანიშვნის ბრძანებას. ისინი  საქმიაობას ოქტომბრის დასაწყისში, მოსამართლის ფიცის დადების შემდგომ შეუდგებიან. მანამდე კი უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილი განაგრძობს თავის უფლებამოსილების შესრულებას ამ თანამდებობაზე.

პრეზიდენტის პრესსპიკერს დაუსვეს შეკითხვები, თუ ვინ განიხილება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ვაკანტურ თანამდებობაზე, მათ შორის, შეესაბამენა თუ არა სიმართლეს, რომ ეს კანდიდატები შეიძლება იყვნენ ლევან დოლიძე, ვანო მაჭავარიანი ან ხათუნა ლაგაზიძე. ამ კანდიდატებთან დაკვშირებით ინფორმაცია ეკა მშველაძემ არ დაადასტურა.

“ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება და მხოლოდ მიის პრეროგატივა. როგორც კი პრეზიდენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ის აუცილებლად გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. რაც შეეხება, კანდიდატები დაასახელეთ თქვენ, ამასთან დაკავშრებით შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ ის გიპასუხოთ, რომ არც ერთი კანდიდატურა არ ყოფილა ჯერჯერობით განხილული და ისიც შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული,”- განაცხადა ეკა მიშველაძე.

გარდა ამისა, ეკა მიშველაძემ უპასუხა ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით მანანა კობახიძის განცხადებას. კობახიძემ განაცხადა, რომ ვანო მაჭავარიანს აქვს კავშირები ნაციონალურ მოძრაობასთან.

“უმჯობესი იქნება, თუ არჩევნებამდე დარჩენილ ამ მოკლე პერიოდში პოლიტიკოსები ამომრჩეველთან საკუთარი პროგრამების გაცნობით დაკავდებიან, რაც შეეხება პრტიული ნიშნით სტიგმატიზაციას, რაშიც იყოს საუბარი სწორედ ამ თემაზე იმ პოლიტიკოსის კომენტარში, რომელიც თქვენ ახსენეთ, მიგვაჩნია, რომ ეს არის ცოტა უხერხული იმ პარტიის წევრისგან, რომელთა სიასთან დაკავშირებითაც არაერთი შეკითხვა გაჩნდა საზოგადოებაში. ვანო  მაჭავარიანი არასოდეს არ ყოფილა არც ერთ პარტიის წევრი და ის არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი. იგი მუშაობს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ უკვე რამდენიმე თვეა,”- განაცხადა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი