ახალი ამბები

ანონსი: 13 სექტემბერი

12 სექტემბერი, 2016 • 1657
ანონსი: 13 სექტემბერი

08.30 ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“გაიმართება საქართველოს პირველივიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის საგანგებო ბრიფინგი.

10:00 სასტუმრო „ამბასადორის“ საკონფერენციო დარბაზში „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“  13-14 ივნისის თბილისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

10:30 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ოთარ სირაძის პრესკონფერენცია გაიმართება

11:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამოქალაქო თანამშრომლობის ცენტრის გახსნასუმასპინძლებს

თბილისი, საქართველოს პარლამენტი, C კორპუსი, -1 სართული (შესასვლელი პარლამენტის შიდა ეზოდან)

11:00, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი,ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) გაიმართება სააგენტოს თავმჯდომარის მეათე შეხვედრა ბიზნესმენებთან  – სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სამშენებლო ბიზნესში დასაქმებული მიმწოდებლებთან.

11:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მიხეილ შენგელიას სახელობის მედიცინის ისტორიის მუზეუმს ეწვევა

12:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან.

თემა : საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა. საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის #8, მედიაცენტრი.

12.00.  გაერთიანების „ზვიადის გზა – უფლის სახელით” ავთანდილ იოსელიანი და „ზვიადის გზა – უფლის სახელით“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე როინ ლიპარტელიანი – „ზვიადის გზა – უფლის სახელით“ ვაკის #3 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენციას გამართავენ

12.30 საარჩევნო  ბლოკი ,,ჩვენები-სახალხო პარტია“ . ნანა ყეინიშვილი-პარტია ,,ჩვენების“ წარმომადგენელი საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენციას გამართავს.

13:00 “მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის საარჩევნო სიის პრეზენტაცია შედგება.

მისამართი: ი. ხვიჩიას 17

14.00 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – პარტია”საქართველო” საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენციას გამართავს.

14:00 საქალაქო სასამართლოში, საყდრისის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდება.

15:30 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.

16:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.

16:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად  ვარძიას ეწვევა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი