“ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების” მაჟრიტარობის კანდიდატმა ნაძალადევის მე-17 ოლქში ლევან მელიქიამ საკუთარი კანდიდატურა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატ სოფო კილაძის სასარგებლოდ მოხსნა. აღნიშნულ ინფორმაციას დეპუტატობის კანდიდატის შტაბი ავრცელებს.
“ნეტგაზეთი” თავისუფალ დემოკრატებს” დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა არ შეუძლიათ, რადგან ამ გადაწყვტილების შესახებ ლევან მელიქიას პარტია საქმის კურსში არ ჩაუყენებია და ამ დრომდე ვერ ახერხებენ მასთან დაკავშირებას.
ლევან მელიქიასთან დაკაშირებას “ნეტგაზეთიც” შეეცადა, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს.