ახალი ამბები

ანონსი: 10 სექტემბერი

9 სექტემბერი, 2016 • 1493
ანონსი: 10 სექტემბერი

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ შაბათს, 10 სექტემბერს, დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

09.30 –   ბათუმში,  სასტუმრო ,,რედისონში” პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრება და სიტყვით გამოვა.


10:00 – ხაშურის პარკში სახალხო დღესასწაული „ოქროს შემოდგომა“ დაიწყება, რომელიც. ფესტივალის ფარგლებში, ხაშურს 6 ქვეყნის დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები სტუმრობენ ლიტვიდან (რადვილიშკისი), ლატვიიდან (ბაუსკა), პოლონეთიდან (ტარნოვი), ბელორუსიიდან (გორკი), შვედეთიდან(ჰედემორა) და უკრაინიდან (ნოვოგრად-ვოლინსკი).


11:00 – “პირველის პრესკლუბში”, არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: რა მოტივით დატოვა ხათუნა ლაგაზიძემ პაატა ბურჭულაძის პარტია?! მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. კონტაქტი: 595 03 77 22


11:30 – “პირველის პრესკლუბში”, “ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: პაატა ბურჭულაძის პარტიის დაშლა და რატომ დატოვა კონკრეტულად ახლა პარტია ხათუნა ლაგაზიძემ?! მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცანტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22


12:00 – ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით გამართავს აქციას – „გადაამოწმე საკუთარი თავი ამომრჩეველთა ერთიანსიაში“.  სავაჭრო ცენტრ “თბილისი მოლში” ცესკოს წარმომადგენლები ამომრჩევლებს სწრაფი გადახდის აპარატში (pay box) არსებული აპლიკაციის მოხმარების წესს გააცნობენ,რომლის საშუალებითაც საარჩევნო სიაში მონაცემების გადამოწმებაა შესაძლებელი.


12:00 – “უსუფაშვილი ­ რესპუბლიკელების” ლიდერი დავით უსუფაშვილი “ზუგდიდობის” აღსანიშნად გამართულ ღონისძიებებს დაესწრება ქ. ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში. პარლამენტის თავმჯდომარე 14:30­ზე გადაინაცვლებს ილიას ძეგლთან, სადაც რესპუბლიკური პარტიის ქ. ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატ, გიორგი თოდუასთან ერთად, მოსახლეობას და მხარდამჭერებს შეხვდება.


12:00 – “მემარცხენე ალიანსის” იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ავჭალის #20 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატი, ელზა ჯმუხაძე პირველად შეხვდება მოსახლეობას უბანში, სადაც, “მემარცხენე ალიანსის” ცნობით, 40 სოციალურად დაუცველი ოჯახი წლებია ცხოვრობს უწყლოდ, უშუქოდ და უკანალიზაციოდ. მისამართი: ავჭალა, ცენტროლიტის დასახლება, ლიბანის ქ. #33, საპატრიარქოს თავშესაფარი. პრესცენტრის ნომერი: 598 700 642


18:00 – “უსუფაშვილი ­ რესპუბლიკელების” ლიდერი, დავით უსუფაშვილი ქალაქ ფოთში, მშვიდობის ქუჩაზე მოსახლეობას და იქ ჩასახლებულ დევნილებს შეხვდება. პარლამენტის თავმჯდომარე 19:00 საათზე ქ. ფოთიში, გურიის ქუჩაზე შეკრებილ მოსახლეობას, მხარდამჭერებსა და დაინტერესებულ პირებს ფოთის N61 ოლქში „უსუფაშვილი ­ რესპუბლიკელების“ მაჟორიტარ კანდიდატს, ლელა ებრალიძეს წარუდგენს.


19:00 –  ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია დიდუბის მოსახლეობას შეხვდება და დიდუბის #16 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ლევან სამუშიას წარადგენს. მისამართი: დიღმის მასივი,დიღმის მასივი, მე-4 და მე-5 კვარტლებს შორის მდებარე სკვერი “ტექსელი” (ალეია)


21:00 – ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები 2016“ გაიხსნება. ფესტივალი, რომელიც წელს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროექტის, Check in Georgia-ს, ფარგლებში 10-14 სექტემბერს იმართება, უკრაინასა და საქართველოს ერთი პროექტის ფარგლებში გააერთიანებს.


21:00 – ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე (გუბერნიის წინ), ზუგდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაიმართება კონცერტი. ღონისძიებაში მონაწილეობენ: ანსამბლი სუხიშვილები, ჯგუფი „ფორტე“, სოფო და ბორის ბედიები, თემო საჯაია და ელენე ფოჩხუა.

მასალების გადაბეჭდვის წესი