ახალი ამბები

კვირიკაშვილის თქმით, დავით კირვალიძეს მთავრობის მრჩევლის პოსტი შესთავაზა

9 სექტემბერი, 2016 •
კვირიკაშვილის თქმით, დავით კირვალიძეს მთავრობის მრჩევლის პოსტი შესთავაზა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მან სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს, დავით კირვალიძეს მინისტრთა კაბინეტში დაბრუნება შესთავაზა, თუმცა ამ დროისათვის კირვალიძე საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ის ბორდის წევრია და მისთვის საქმიანობის შეცვლა სირთულეს წარმოადგენს. ამიტომ პრემიერმა მას მთავრობის მრჩევლის პოსტი შესთავაზა. კირვალიძისგან კვირიკაშვილს პასუხი ჯერ არ მიუღია.

“რაც შეეხება ჩვენს მომავალ თანამშრომლობას, მე მას შევთავაზე, რომ მას დაეკავებინა სოფლის მეურნეობისა და ურალური განვითარების მიმართულებით მთავრობის, თუ გნებავთ, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოსტი და არ არის გამორიცხული, რომ მან ამ მიმართულებით გარკვეული თანამშრომლობა გაგვიწიოს. დავითი არის ძალიან კარგი ადამიანი და ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ ამა თუ იმ ფორმით. მისი მთავრობაში შემოსვლა, მისი დღევანდელი ამოცანებიდან გამომდინარე, არ არის შესაძლებელი,” – აცხადებს კვირიკაშვილი.

ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრად, ხოლო ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრად პრემიერმა დღეს წარადგინა.

დავით კირვალიძემ სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი 2013 წლის მაისში დატოვა. მას შემდეგ, რაც სასოფლო-სამეურნეო ბარათების საქმეზე დააკავეს 10 მეწარმე, ხოლო მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, რომ დააკავეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები.

მასალების გადაბეჭდვის წესი