ქუთაისში სამშენებლო ობიექტზე მუშა დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მუშის დაღუპვასთან დაკაშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მიხედვით, რაც გაუფრთხილებლობით  სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.

ამ ტიპის დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

შსს-ს ცნობით, შემთხვევა გუშინ, 8 სექტემბერს მოხდა. დაღუპული შუახნის მამაკაცია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *