სომხეთის მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, პრემიერ-მინისტრის პოსტზე კარენ კარაპეტიანის კანდიდატურა წარადგინონ. ამის შესახებ სომხეთში ჟურნალისტებს დეპუტატმა არტაკ ზაკარიანმა განუცხადა:
“სხდომაზე სიტყვით გამოვიდა სომხეთის პრეზიდენტი, მისი გამოსვლის ტექსტი საჯარო გახდება. თავის მხრივ, კარენ კარაპაეტიანმა თავისი გეგმები წარმოადგინა, რომელსაც საზოგადოებას გააცნობენ. კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში შემდგომი მოქმედებები განხორციელდება. სხდომაზე ასევე სიტყვით გამოვიდა გუშინ გადამდგარი პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი”.
2001 წელს კარენ კარაპეტიანი “არმროსგაზპრომის” გენერალური დირექტორი იყო, 2010-2011 წლებში- ერევნის მერი. 2011-2012 წლებში – “გაზპრომბანკის” პირველი ვიცეპრეზიდენტი. 2015 წლიდან კი, საერთაშორისო პროექტებში “გაზპრომ ენერეგოჰოლდინგის” გენერალური დირექტორის მოადგილე.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი 2016 წლის 8 სექტემბერს მინისტრთა კაბინეტს გამოემშვიდობა. ჰოვიკ აბრაჰამიანი სომხეთის პრემიერის პოსტს 2014 წლის 13 აპრილიდან იკავებდა.