ახალი ამბები

თიბისი ბანკის შეთავაზება iPhone-ებისა და Android-ის მომხმარებლებისთვის

19 მაისი, 2012 • 3194
თიბისი ბანკის შეთავაზება  iPhone-ებისა და Android-ის მომხმარებლებისთვის

თიბისი ბანკი iPhone-ებისა და Android-ების მომხმარებელს პირველ სრულფასოვან მობაილ ბანკს სთავაზობს.

პრეზენტაცია თიბისი ბანკის ახალ ფილიალში გაიმართა.

 

თიბისი ბანკმა ახალი ფილიალი გახსნა ვაჟა-ფშაველას 49-ში, სადაც ქართულ საბანკო სივრცეში პირველი ულტრათანამედროვე მობაილ ბანკის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი მობაილ ბანკი და მისი სპეციალური აპლიკაციები iPhone-ებისა და Android-ების მომხმარებლებისთვის ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ წარადგინა.

 

მობაილ ბანკის სპეციალური აპლიკაციის ჩამოტვირთვა თიბისი ბანკის მომხმარებლებს უკვე 7 მაისიდან უფასოდ შეუძლიათ App Store-დან . დღეისათვის თიბისი ერთადერთი ბანკია, რომლის მომხმარებლები კვირაზე მეტია, სარგებლობენ iPhone-ის მობაილ ბანკის აპლიკაციით.


თიბისი ბანკის iPhone-ის სპეციალურ აპლიკაციას უკვე იყენებს  400-ზე მეტი  მომხმარებელი. ასევე მზადაა და მაისის ბოლოს ხელმისაწვდომი გახდება მობაილ ბანკის აპლიკაცია Android-ზე მომუშავე ტელეფონებისთვისაც.

ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს თავად გააცნო მობაილ ბანკით სარგებლობის წესები. აპლიკაცია iPhone-ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ დროს ნებისმიერი წერტილიდან დაუკავშირდნენ ბანკს და განახორციელონ მათთვის სასურველი ტრანზაქცია, ასევე მიიღონ უამრავი საბანკო და ფინანსური ინფორმაცია. 

კერძოდ, შეამოწმონ ანგარიშები, გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, შეივსონ მობილურის ბალანსი, გადარიცხონ თანხები საქართველოს მასშტაბით, დაუკავშირდნენ ბანკის ქოლ-ცენტრს, გაეცნონ ვალუტის კურსს, სპეციალური ონლაინ– რუქის მეშვეობით (Google Maps) გაიგონ, რა მანძილი აშორებთ მათ ამა თუ იმ მომენტში თიბისი ბანკის უახლოეს ფილიალთან ან ბანკომატთან…

მობაილ ბანკით სარგებლობა უფასოა და არ საჭიროებს სპეციალური რეგისტრაციის გავლას – მობაილ ბანკში შესვლა შეგიძლიათ იგივე მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომლითაც სარგებლობთ ინტერენტ– ბანკის მომსახურებისას.

რაც შეეხება თიბისი ბანკის ახალ ფილიალს, ვაჟა-ფშაველაზე გამზირზე, ამ ფილიალში 22 თანამშრომელია დასაქმებულიმომხმარებლებს აქ შეუძლიათ მიიღონ ყველა ტიპის საბანკო მომსახურება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისათვის.   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი